"გეგუთის" მწვანილი ექსპორტზე იყიდება

გეგუთი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში არსებული სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახორციელებს.

15,000 კვ.მ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.

სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს  აღემატება,  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.