ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიდან საქართველომ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ხილი

3 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 5.6 მლნ დოლარის ხურმა და კარალიოკი გავიდა.

სულ 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).