1743318000
საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის - გაიზარდა - როგორია სტატისტიკა

საქართველოში შინაური ცხოველების რაოდენობა ბოლო წლების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს 838 ათასი სული პირუტყვი აღირიცხებოდა.
აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით ჩამორჩება (2023 წელს - 419 ათასი სული). ღორის რაოდენობა 129.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (2023 წელს - 142 ათასი სული).
რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით 2024 წელს 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2023 წელს - 7.629 მლნ ფრთა).
1743331641
„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
1743166538
სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდასააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა.ბოლო განახლებასთან (დეკემბერი) შედარებით, ღირებულების 700 000-იანი ზრდა განაპირობა იმან, რომ იანვარში ზივზივაძე მე-2 ბუნდესლიგის „კარლსრუე“-დან გერმანიის უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა და „ჰაიდენჰაიმი“-ს მაისური მოირგო. მას შემდეგ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.საილუსტრაციოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივნისში Transfermarkt-ი ქართველ თავდამსხმელს 900 000 ევროდ აფასებდა, ამჟამად კი ეს რიცხვი თითქმის 3-ჯერ (2.78) არის გაზრდილი.31 წლის ზივზივაძე გერმანიის მთავარ დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან კობიაშვილის შემდეგ ის პირველი ქართველია, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა - კობიაშვილმა ეს 2014 წლის თებერვალში გააკეთა.
1743139800
28 მარტი: როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 28 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°;ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°;ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28;ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ;აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +18°;რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°.
1743138000
თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებაგლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, ლეო კერესელიძის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1743076325
ირანული ვალუტა დოლართან მილიონიან ნიშნულზე მეტად პირველად გაუფასურდაირანული ვალუტა დოლარზე 1 მლნ რიალზე მეტად პირველად გაუფასურდა და ახალი ანტირეკორდი მოხსნა, როცა ერთ დოლარზე 1.039 მლნ რიალი შეადგინა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ეს რიალის ღირებულების ორჯერ დაცემაა მას შემდეგ, რაც მასუდ პეზეშკიანი შარშან პრეზიდენტი გახდა.მთავარ მიზეზად აშშ-ის მკაცრი სასანქციო პოლიტიკა რჩება, რომელიც ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტსა და უცხოურ ვალუტაზე წვდომას ზღუდავს.გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ირანელები ფინანსურ დაცვას დოლარის, სხვა მყარი ვალუტისა და ოქროს შეძენის სახით ეძებენ, რაც მომავალში რიალის უფრო მეტად გაუფასურების წინაპირობაა.ქვეყანაში ინფლაცია უკვე 40%-ს აჭარბებს, ხოლო რიალის კურსი 2018 წლიდან, თითქმის, 20-ჯერ დაეცა. კერძოდ, 2018 წელს, როცა ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა, რიალი, დაახლოებით, 55,000 დოლარს შეადგენდა.იანვრიდან, ანუ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე სანქციების უკვე ოთხი პაკეტი დააწესა.