1692630000 • სხვადასხვა
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადა იწურება

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის პორტი დღეს ბოლო გემმა დატოვა. ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვკითხულობთ, რომ გემი ოდესის პორტიდან დილით ადრე გავიდა.
მსოფლიოს უმსხვილესი მარცვლეულის ექსპორტიორები, რუსეთი და უკრაინა, მიმდინარე ომის მიუხედავად, გაეროს ჩარევითა და თურქეთის შუამავლობით, გასული წლის ივლისში შეთანხმდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული შავ ზღვას უსაფრთხოდ გადაკვეთდა.
ერთი წლის გასვლის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ შეთანხმების მხარდაჭერას აღარ აპირებს. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ამ დრომდე ელოდება ვლადიმირ პუტინის თანხმობას შეთანხმების გაგრძელების წინადადებაზე.
პოპულარული სიახლეები
ბიზნესი1695386519
კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდებათბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.CITYZEN Central Park-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, კომპანიამ თიბისისთან და საქართველოს ბანკთან 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც კერძო სექტორსა და ორ ბანკს შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა.CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.„გუნდში ხშირად ვახსენებთ და გვინდა ეს ჩვენს მომხმარებელსაც კარგად გავაგებინოთ, რომ „სითიზენი“ არაა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხოვრების ახალი სტილია, სრულიად ახალი გამოცდილება და საშუალება, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა. კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა - ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, - აცხადებს „სითიზენის“ დირექტორი გოგა მაჭავარიანი.საქართველოს ბანკის კორპორატიული გაყიდვების სექტორის უფროსის ირაკლი კიკალიშვილის განცხადებით, პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.„სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორიც CITYZEN Central Park-ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი.თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ნათია სონიშვილის განცხადებით, პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია.„ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბ-ბინის - ეგრეთ წოდებული „ზაკვოს“ უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, თიბისის მხარდაჭერით, სულ მალე ახალ დატვირთვას და სიცოცხლეს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ „სითიზენისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია. თიბისიში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც სრულ ჯაჭვს გულისხმობს: არამარტო მშენებლობის დაფინანსებას, არამედ პროექტის რისკების შესწავლას, მონიტორინგსა და ბოლოს იპოთეკური ცენტრითა და შეთავაზებებით გაყიდვებში მხარდაჭერას. სწორედ ამ მიდგომით ვთანამშრომლობთ „სითიზენის“ პროექტთან“, - აღნიშნავს ნათია სონიშვილი.
1695377717
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდასპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.მხარეების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში, ასევე განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო მხარს დაუჭერს ბანკს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ წარმდგენები აიპ „მომავლის კალათბურთი“, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია „Renew Holding“ არიან.„საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
1695301887
ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს - „ლიბერთი ბანკი“„ლიბერთი ბანკი“ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ერთ-ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.ასევე, არც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებენ ლიბერთი ბანკში.
1695280938
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში White Sails-ის უნიკალური პროექტი განხორციელდაბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარების ტემპებმა განაპირობა თანამედროვე და მიმზიდველი კომპლექსის შექმნა, რომელიც გათვლილი იქნებოდა როგორც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ასევე უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ.White Sails ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 30,000 კვ.მ. ფართობს მოიცავს.მულტიფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულია ოთხი აპარტოტელი, მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი, პრემიუმ კლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი Sea Home Batumi, ორი მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო, რომელთაგან ერთ-ერთი Ibis Styles Batumi-ია და 5 ვარსკვლავიანი საინვესტიციო პროექტი The Grandeur Hotel.White Sails-ის კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია და 60 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. კომპლექსი არქიტექტურულმა კომპანია BWC Project Group-მა დააპროექტა, რომელსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.„ჩვენი კომპლექსი გათვლილია მაქსიმალურ კომპფორტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ცხოვრების სტანდარტებს გააუმჯობესებდა. „ეი არ მერიდიანსის“ და ბაზისბანკის თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით კომპლექსის მოკლე ვადებში შესრულება და ბინის მფლობელებისთვის აპარტამენტების საკუთრებაში გადაცემა. კრიზისულ პერიოდში, როდესაც გვჭირდებოდა ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა, ბაზისბანკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაგვიდგა გვერდით და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. ორმხრივი თანამშრომლობით შევძელით უნიკალური პროექტის განხორციელება, რომელსაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ანალოგი არ ჰყავს აჭარის მასშტაბით“, - აცხადებს„ ეი არ მერიდიანსის“ დირექტორი ნათია გოგიძე.„White Sails წარმოადგენს ბაზისბანკის წარმატებულ პროექტს. მოხარულები ვართ, რომ მის განხორციელებაში მივიღეთ მონაწილეობა, როგორც ფინანსურმა პარტნიორმა. White Sails არქიტექტურულად დახვეწილი პროექტია, სადაც გათვლილია თითოეული ნიუანსი და კომფორტული ინფრასტრუქტურა დამსვენებელს შესაძლებლობას აძლევს კომპლექსის დატოვების გარეშე მიიღოს სრული მომსახურება. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა და ჩვენ ყოველთვის დავრჩებით White Sails-ის საიმედო ფინანსურ პარტნიორად“, - აღნიშნავს ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე.
1695192605
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფინედუს მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართასაქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა. ინფორმაციას ბაზისბანკი ავრცელებს.კომპანიის ცნობით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.ფოტოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და მასში 100-მდე ფოტონაშრომი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჟიურის წევრების მიერ 20 ფინალისტი შეირჩა. 17 სექტემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე კი, კონკურსანტებს საკუთარი ნამუშევრების პირადად წარდგენის საშუალება მიეცათ.კონკურსის ყველა ფინალისტს, ბაზისბანკისგან ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ფინალისტები სპეციალური სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებული ექვსეული კი, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბაზისბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და ფოტოკონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც მათ სამომავლოდ პასუხისმგებლობიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.