3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა ღირებულება კიდევ გაიზარდა

სპორტი 1760087358
ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე

Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა.

საუბარია, გიორგი მიქაუტაძეზე, გიორგი ქოჩორაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილზე.

უფრო კონკრეტულად, Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 22 მლნ ევროდან, 30 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 5 მლნ ევროდან 6 მლნ ევრომდე, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის - 500 000 ევროდან 1.5 მლნ ევრომდე.

გთავაზობთ, transfermarkt-ის მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 30 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი - 6 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 6 მლნ ევრო;
  • საბა გოგლიჩიძე - 6 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
  • ირაკლი აზაროვი 4 მლნ ევრო
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო.

bpn.ge