1770618436
თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს - სერგეი ლავროვი
თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
„რუსეთი ამას არ აპირებს. ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება. თუ ევროპა მოულოდნელად განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ, როგორც [პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით, ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად“, - აღნიშნა ლავროვმა.
ipn.ge
1770615600
9 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით9 თებერვალს საქართველოში შედარებით გრილი, თუმცა უმეტესად სტაბილური ამინდი იქნება.ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +11 გრადუსი ფოთსა და ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა -2 გრადუსი გუდაურში იქნება.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +11 გრადუსი,ზუგდიდი +9 გრადუსი,მესტია +2 გრადუსი,ფოთი +11 გრადუსი,ბათუმი +10 გრადუსი,ოზურგეთი +9 გრადუსი,ქუთაისი +10 გრადუსი,ბორჯომი +5 გრადუსი,ბაკურიანი +1 გრადუსი,ცხინვალი +5 გრადუსი,გორი +6 გრადუსი,გუდაური -2 გრადუსი,თელავი +11 გრადუსი,რუსთავი +11 გრადუსი,თბილისი +11 გრადუსი.
1769432837
ამერიკის საელჩო: „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა“ - „გულწრფელი შეცდომა“ არ არსებობსსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა.საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს - ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა." - წერს ამერიკის საელჩო "ფეისბუკში".
1769406517
26 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი ამინდია. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8, ღამით -3 დაფიქსირდება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია, 0, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1769237726
მოსალოდნელია წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
1769060566
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24 იანვრამდე გაგრძელდება.„რაც შეეხება შემდეგ დღეებს - 23 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დაბლობში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში არის მოსალოდნელი ნალექი. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით ორი გრადუსით მოიმატებს", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.



