FIFA-მ მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა - საქართველო 73-ე ადგილზეა

სპორტი 1763625869
საქართველოს ნაკრები

ნოემბერში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დასრულების შემდეგ ფიფა-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთთან და ბულგარეთთან წაგებების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პოზიცია ვერ შეინარჩუნა და 70-დან 73-ადგილზე გადაინაცვლა. მას 1347.88 ქულა აქვს.

პირველია ესპანეთი, რომელსაც არგენტინა მოსდევს:

1. ესპანეთი – 1877.18 ქულა

2. არგენტინა – 1873.33

3. საფრანგეთი – 1870

4. ინგლისი – 1834.12

5. ბრაზილია – 1760.46

6. პორტუგალია – 1760.38

7. ნიდერლანდები – 1756.27

8. ბელგია – 1730.71

9. გერმანია – 1724.15

10. ხორვატია – 1716.88