ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევრო გახდა

სპორტი 1780382391
ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევროს მიაღწია. მანამდე მისი ღირებულება 90 ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს დაეუფლა.

31 მაისს კი უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ამ სეზონში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

უცხოური გამოცემების დათვლებით, ჩემპიონი პსჟ-ს ჯამურმა შემოსავალმა სეზონზე საშუალოდ, 146 მლნ ევროს მიაღწია.