ვინ არიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები - Forbes-ის რეიტინგი

სპორტი 1781760629
Forbes

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადმა 11-მა ფეხბურთელმა ბოლო 12 თვის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 950 მლნ დოლარი გამოიმუშავა - ამის შესახებ აღნიშნულია Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში კვლავ კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს, რომლის წლიურმა შემოსავალმაც 300 მლნ დოლარს მიაღწია. Forbes-ი ფეხბურთელის წმინდა ქონებას 1.2 მილიარდ დოლარად აფასებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

ამავე რეიტინგში მეორე ადგილზე შეხვდებით ლიონელ მესის, რომლის წლიური შემოსავალიც 140 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა წერს, რომ მესი მსოფლიოს მილიარდერთა სიას ახლახან შეუერთდა, კერძოდ, მისი წმინდა ქონება 1.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

უფრო კონკრეტულად, 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთია:

  • კრიშტიანუ რონალდუ - 300 მლნ დოლარი;
  • ლიონელ მესი - 140 მლნ დოლარი;
  • კილიან მბაპე - 95 მლნ დოლარი;
  • ერლინგ ჰაალანდი - 80 მლნ დოლარი;
  • ვინისიუს ჯუნიორი - 60 მლნ დოლარი;
  • მოჰამედ სალაჰი - 55 მლნ დოლარი;
  • სადიო მანე - 54 მლნ დოლარი;
  • ჯუდ ბელინგემი - 44 მლნ დოლარი;
  • ლამინ იამალი - 43 მლნ დოლარი;
  • ჰარი კეინი - 41 მლნ დოლარი;
  • ნეიმარი - 38 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს. ტურნირი ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელშიც 48 ნაკრები მონაწილეობს.