20 მილიონიდან 85 მილიონ დოლარამდე - რა თანხას გამოიმუშავებენ 2025 წლის Top-კრეატორები

მსოფლიო 1765693967
კრეატორები

მსოფლიოში გასართობი მედია პლატფორმები ყველაზე მეტად ნახვადია და ის ახალ ვარსკვლავებსაც იზიდავს. კონტენტის შემქმნელები კი წელიწადში მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.

„კონტენტ კრეატორებისთვის კერძო დაფინანსება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - ამბობს ერიკ შერიდანი, Goldman Sachs-ის ტექნოლოგიური კვლევის თანახელმძღვანელი.

ინვესტიცია შედეგს იძლევა. forbes -მა Instagram-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე 50 უმდიდრესი კონტენტ-შემქმნელი გამოავლინა, რომლებმაც ჯამურად დაახლოებით 853 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რაც 18%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.

ზრდას აგრძელებს მათი აუდიტორიაც. 2025 წელს 50 საუკეთესო კრეატორს ჯამში 3.4 მილიარდი გამომწერი ჰყავდა, რაც გასულ წელთან შედარებით 24%-ით მეტია. და ეს ხდება მაღალკონკურენტულ გარემოში.

Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ ამჟამად მსოფლიოში 67 მილიონი კონტენტ შემქმნელია და მათი რიცხვი 2030 წლისთვის დაახლოებით 107 მილიონამდე გაიზრდება.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კრეატორს forbes-ის მიხედვით.

1. MrBeast

შემოსავალი: 85 მილიონი დოლარი

გამომწერთა საერთო რაოდენობა: 634 მილიონი

YouTuber-ი, ცნობილია თავისი ტრიუკებითა და გამოწვევებით. MrBeast ის იმპერია აგრძელებს გაფართოებას ციფრული პლატფორმების მიღმაც: ის აწარმოებს Feastables-ის ტკბილეულს, ფლობს MrBeast Burger-ის სწრაფი კვების ქსელს და ახლა უკვე სტრიმინგ სერვისს: მისი პოპულარული შოუ Beast Games ორი სეზონით განახლდა Amazon Prime-ზე.

2. Dhar Mann

შემოსავალი: 56 მილიონი დოლარი

გამომწერთა საერთო რაოდენობა: 137 მილიონი

YouTube შოუების პროდიუსერმა შექმნა სრულფასოვანი ჰოლივუდური სტუდია და ასობით ადამიანისგან შემდგარი გუნდი თანამედროვე სკოლის სპეციალური გადაცემების შესაქმნელად, რომლებმაც მილიარდობით ნახვა დააგროვეს.

ის ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს YouTube AdSense-ის წყალობით.

3. Jake Paul

შემოსავალი: 50 მილიონი დოლარი

გამომწერთა საერთო რაოდენობა: 79 მილიონი

ჯეიკ პოლის ბრძოლამ მაიკ ტაისონთან ნოემბერში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და პოლს დიდძალი ანაზღაურება მოუტანა. Netflix-მა პირველად უმასპინძლა ღონისძიების პირდაპირ ეთერში.

4. Rhett & Link

შემოსავალი: 36 მილიონი დოლარი

გამომწერთა საერთო რაოდენობა: 33.8 მილიონი

ონლაინ შოუს წამყვანები აგრძელებენ თავიანთი კომედიური იმპერიის გაფართოებას. მათ Roku-ზე, Amazon Prime-სა და Samsung-ზე სტრიმინგ არხები გაუშვეს, პირდაპირი ეთერის ღონისძიებების ბიზნესი შექმნეს და ბესტსელერი კულინარიული წიგნიც კი გამოსცეს სათაურით - „მითიური კულინარიული წიგნი“.

5. Alex Cooper

მოგება: 32 მილიონი დოლარი

გამომწერების საერთო რაოდენობა: 15 მილიონი

პოდკასტების ვარსკვლავი ალექსანდრა კუპერი ნამდვილი გარიგებების შემქმნელია. Spotify-თან სამწლიანი, 60 მილიონ დოლარიანი პარტნიორობის შემდეგ, მან ურთიერთობების შოუ - Call Her Daddy, რადიო გიგანტ Sirius XM-ში გადაიტანა და 125 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეს ყველაფერი არ არის: Call Her Daddy-ს გარდა, მისი პოდკასტების ქსელი შვიდ შოუმდე გაიზარდა. მის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ივნისში გამოვიდა.

6. Charli D’Amelio

შემოსავალი: 23.5 მილიონი დოლარი

გამომწერების საერთო რაოდენობა: 216 მილიონი

2024 წლის ოქტომბერში ჩარლი დ’ამელიომ შეუძლებელი შეძლო: მან ბროდვეიზე დებიუტი შეასრულა. მოცეკვავე-TikToker-ად ქცეულმა მოწაფემ თავისი დიდი ხნის ნანატრი ოცნება მიუზიკლში „& Juliet“ აიხდინა.

თითქმის 200 მილიონი TikTok-ის მიმდევრით, ის პარტნიორობას ინარჩუნებს მოდის ბრენდებთან, როგორიცაა Prada და Kate Spade და ფლობს წილს ოჯახის დივერსიფიცირებულ ბიზნესში D’Amelio Brands.

7. Matt Rife

შემოსავალი: 50 მილიონი დოლარი

გამომწერების საერთო რაოდენობა: 42 მილიონი

Matt Rife წლების განმავლობაში შრომობდა კომედიურ სცენაზე, სანამ შემთხვევით, 2021 წელს, სოციალურ მედიაში თავისი უკვე ცნობილი სტენდაპ რუტინების გაზიარება არ დაიწყო. მისი გულშემატკივრების ბაზა მკვეთრად გაიზარდა.

დღეს მას 40 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და ქონებას 100 000-ზე მეტი კონცერტის ბილეთების გაყიდვით შოულობს. ის ასევე მონაწილეობდა Netflix-ის ორ კომედიურ სპეციალურ გადაცემაში და მალე რამდენიმე კომედიურ ფილმსაც გამოუშვებს.

8. Mark Rober

შემოსავალი: 25 მილიონი დოლარი

გამომწერთა საერთო რაოდენობა: 80 მილიონი

NASA-ს ყოფილ თანამშრომელს მარკ რობერს ამჟამად თითქმის 69 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს თავისი სამეცნიერო კონტენტის წყალობით.

მის ვიდეოებში შედის თვითმართვადი მანქანის მოტყუების მცდელობები (ამ პოსტმა 23 მილიონი ნახვა დააგროვა) და ლაზერის სიმძლავრის ელვისებურ დარტყმასთან შედარება (41 მილიონი ნახვა). ის ასევე ექსპერიმენტებს ატარებს სოციალური მედიის მიღმა. მას აქვს საგანმანათლებლო პროდუქტების კომპანია CrunchLabs.

9. Druski

შემოსავალი: 14 მილიონი დოლარი

გამომწერების საერთო რაოდენობა: 25 მილიონი

ჰიპ-ჰოპ სატირიკოსს სოციალურ მედიაში გულშემატკივრების ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ბრენდებიც მისი დიდი გულშემატკივრები არიან.

2025 წელს Druski-მ სუპერბოულის დროს Dunkin' Donuts-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მისი პარტნიორები არიან Google, Nike და PrizePicks.

10. Khaby Lame

შემოსავალი: 20 მილიონი დოლარი

გამომწერების საერთო რაოდენობა: 258.5 მილიონი

მემების არტისტი TikTok-ზე ყველაზე პოპულარულ ადამიანად რჩება 162.2 მილიონი გამომწერით. ცნობილი თავისი პაროდიებითა და ვირუსული ტენდენციებით, ეს იტალიელი ინფლუენსერი მილიონებს შოულობს ისეთი ბრენდების რეკლამირებით, როგორიცაა Hugo Boss, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance და მრავალი ჰოლივუდური სტუდია.

forbes.com