აშშ-მა უკრაინისთვის 1 მლრდ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

მსოფლიო 1733645603
აშშ

ამერიკამ უკრაინისთვის 1 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შაბათს, 7 დეკემბერს კალიფორნიაში, რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე განაცხადა.

როგორც CNN-ი წერს, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებსა და საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ამერიკამ უკრაინას 62 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ოსტინმა კალიფორნიაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ბრძოლის ველზე 700 ათასი სამხედრო დაკარგა და ჯამში 200 მილიარდ დოლარზე მეტი „გაფლანგა“.