კრიშტიანუ რონალდუმ ძვირად ღირებული საათების კოლექცია წარმოადგინა - ფასი 1.3 მლნ დოლარსაც აღწევს

მსოფლიო 1728893891
საათების კოლექცია

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდომ საათების ცნობილ ბრენდთან Jacob & Co.-თან თანამშრომლობის შედეგად ძვირადღირებული საათების ექსკლუზიური კოლექცია შექმნა.

საუბარია, Twin Turbo Furious Baguette-ზე, რომელი შეზღუდული ლიმიტით შეიქმნა და 1.3 მლნ დოლარი ღირს.

გარდა ამისა, ბრენდისა და სპორტსმენის თანამშრომლობით ასევე შეიქმნა კოლაბორაციის ხაზი Jacob&Co x CR7 Epic X, რომელიც მოიცავს ორ მოდელს: Flight of CR7 და Heart of CR7. ორივე აღჭურვილია 44 მმ-იანი კორპუსით და უნიკალური დეტალებით, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავთან არის დაკავშირებული. ორივე მოდელს ამშვენებს რონალდოს ხელმოწერა და გამოსახულებები.

„ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა ჩემი საათების კოლექცია. Flight of CR7 და the Heart of CR7-ის შთაგონება მოედანზე ჩემს საკულტო მომენტებს ასახავს. იმედია თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე“, - დაწერა სპორტსმენმა თავის „ინსტაგრამზე“.

ორივე მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა - 999 ერთეული უბრალო ჩარჩოთი და 499 ერთეული ბრილიანტის ჩარჩოთი.

რაც შეეხება ფასებს, ის 28 000 დოლარიდან 117 000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო საათი 18-კარატიან ვარდისფერ ოქროში - 58 000 დოლარიდან 145 000 დოლარამდე ეღირება.