1746523049
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად იზრდება

მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფებისა და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების ფონზე, რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად მცირდება.
ქვეყნის ხაზინის შეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 45 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს შეადგენს.
საერთო ჯამში, ქვეყნის მთავრობა დაახლოებით $485 მილიარდის შემოსავლის მიღებას და $530 მილიარდის ხარჯების დაგროვებას პროგნოზირებს, ხოლო შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა დეფიციტში გადავა, რომელიც სამთავრობო ვალით ან გადასახადების გაზრდით იქნება შევსებული.
დეფიციტის გაღრმავება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული. ერთწლიან ჭრილში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრებულია. ამასთან, მთავრობა პროგნოზირებს, რომ წელს ბარელი რუსული ნავთობის საშუალო ფასი $56-ის ფარგლებში იქნება, ნაცვლად წინასწარ ნავარაუდევი 70 დოლარისა. ცხადია, ნავთობის გაიაფება ავტომატურად იწვევს კრემლის ბიუჯეტის შემცირებას, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციაზე.
1746518997

1746612173
კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტი “მკვდარია”2021 წლიდან ჩაშვებული კრიპტოვალუტის მთლიანი პროექტების 52.7%-მა არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ ანალიტიკურ პლატფორმა CoinGecko-ს მონაცემებში წერია, რასაც გამოცემა Finbold ავრცელებს.კერძოდ, პლატფორმა GeckoTerminal-ზე განთავსებული, დაახლოებით, 3.7 მლნ ტოკენი, რომლებიც შემდგომში არააქტიური გახდა, გაუფასურდა ან მიმოქცევიდან მთლიანად იქნა ამოღებული.კვლევის თანახმად, კრიპტოპროექტების დაცემის ტემპი სულ უფრო ჩქარდება: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,821,549 პროექტი ჩამოიშალა, რაც, მთელ 2024 წელთან შედარებით, 31.8%-ით მეტია. შარშან 1.382.010 „მკვდარი“ კრიპტოვალუტა დაფიქსირდა.ანგარიშში კრიპტოპროექტების ჩავარდნის მთავარ მიზეზებად ბაზრის ზოგადი არასტაბილურობა და მემეკოინების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სახელდება. ასევე, ხაზგასმულია კრიპტოინდუსტრიის სწრაფი ზრდა.კერძოდ, თუ 2021 წელს GeckoTerminal-ზე 428.383 პროექტი იყო განთავსებული, მიმდინარე წლისთვის ეს რიცხვი 16-ჯერ და უფრო მეტად, ანუ 7 მილიონამდე გაიზარდა.ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ წელს ჩავარდნილი კრიპტოპროექტების რაოდენობა უკვე იმ კრიპტოვალუტების საერთო რაოდენობის 49.7%-ს შეადგენს, რომლებმაც 2021 წლიდან არსებობა შეწყვიტეს.წარუმატებელი პროექტების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ბაზრის ტურბულენტობაა.ტრადიციული აქტივებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის ბაზარზე გაცილებით დიდ როლს საცალო ინვესტორები თამაშობენ, ამიტომ რეცესიის ან განახლებული ინფლაციის შიში ხშირად ტრეიდერების მასობრივ გადინებას იწვევს, რომლებიც რისკების შემცირებას ცდილობენ. ოქროს ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გამო თვით ბიტკოინის, როგორც დაცული აქტივისა და ღირებულების შენახვის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.ამასთან, მემეკოინების პლატფორმების გაშვებამ ტოკენების შექმნისა და გაშვების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ამან „ერთჯერადი“ პროექტების რეალური ნაკადი გამოიწვია, რომლებსაც ხანგრძლივი სიცოცხლის შანსი თავიდანვე არ ჰქონდათ. Binance-ის მონაცემები ადასტურებს, რომ მემეკოინების 97% უკვე გამქრალია.
1746611763
დღეიდან სოხუმში ფრენები ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც იწყება - რეისებს სანქცირებული ავიაკომპანია განახორციელებსმოსკოვის გარდა, სოხუმში პირდაპირი ფრენები ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც იწყება. პირველი რეისი დღეს, თბილისის დროით 13:50 სთ-ზე რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ შეასრულებს.ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე წერია.კერძოდ, მარშრუტის სიგრძე 1497 კმ-ს, ხოლო ფრენის დრო 3:29 სთ-ს შეადგენს. რეისი EO1297 ნიჟნი ნოვგოროდი-სოხუმი Embraer EMB 190/EMB 195-ის თვითმფრინავით შესრულდება. სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავი თბილისის დროით 17:19 სთ-ზე იქნება.ბილეთის ფასი ერთ კაცზე ხელბარგით 9734 რუბლი (120 დოლარამდეა), ხოლო დამატებითი ბარგის შემთხვევაში ფასს 2566 რუბლი (32 დოლარამდე) ემატება.„იკარის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ რეისზე ადგილებს ერთდროულად ორი ავიაკომპანია, Nordwind Airlines და Pegas Fly ყიდის. „იკარი“ 2015 წლიდან სწორედ Pegas Fly-ის სახელით ოპერირებს.შემდეგი რეისი 13 მაისს შესრულდება.ორენბურგში ბაზირებული „იკარი,“ ისევე, როგორც Nordwind იმ ავიაკომპანიების შავ სიაშია, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი“ და Скол.უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის კოდს, ის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.bpn.ge
1746596580
7 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მაისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებასამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +25°.ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +27°.ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +26°.ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +26°.ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +27°.ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +27°.ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +26°.ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +21°.გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +24°.ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +23°.თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო- დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +27°.მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +25°.რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +27°.ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +23°.ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +23°.ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +20°.სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +15°.თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +25°.
1746596160
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩებითბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1746527135
კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი ირანია - რა ფასად შემოდის პროდუქტი, რომელიც მარკეტებში 2 ლარამდე ღირსსაქართველოსთვის კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი ირანია. როგორ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, წელს იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 3 216 ტონა ( 416.59 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, საიდანაც 99%-მდე ირანზე მოდიოდა.მონაცემების მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში ირანიდან 3 181 ტონა კომბოსტოს (404.5 ათასი დოლარი) იმპორტი განხორციელდა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტის იმპორტი 4 937%-ით გაიზარდა. შარშან იანვარ-მარტში ქვეყანამ 63.84 ტონა (15.36 ათასი აშშ დოლარის) კომბოსტო შეიძინა, აქედან წლევანდელ ლიდერ ქვეყანაში - ირანში, საქართველომ მხოლოდ 46.5 ტონა კომბოსტო (6.96 ათასი დოლარი) იყიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ირანიდან კომბოსტოს იმპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა.რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 13 ცენტამდეა, ხოლო გასულ წელს, იგივე საანგარიშო პერიოდში 24 ცენტამდე იყო. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე).ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში 1 კგ კომბოსტოს ღირებულება 2 ლარამდეა.საქსტატის მიხედვით, წელს პროდუქტის მთავარი იმპორტიორების სამეული ასეთია: ირანი - 3 181 ტონა (404.52 ათასი აშშ დოლარი) რუსეთი - 21 ტონა (3.35 ათასი აშშ დოლარი) თურქეთი - 13.96 ტონა (8.16 ათასი აშშ დოლარი) აღსანიშნავია, რომ აპრილში კომბოსტო იმ პროდუქტების ათეულში შევიდა, რომელზეც ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აპრილში კომბოსტოზე ფასები წლიურად - 60.58%-ით გაიზარდა.