1748159712
სლოვაკეთში მფრინავი ავტომობილის სერიული წარმოება იწყება

სლოვაკური კომპანია, Klein Vision მფრინავ ავტომობილ AirCar 2-ის სერიული წარმოების დასაწყებად ემზადება. მოდელს ჰაერში საათში 250 კილომეტრამდე, ხოლო გზაზე 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ინფორმაციას 34travel ავრცელებს.
ავტომობილიდან თვითმფრინავზე გადასვლას ორ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
მოდელის სიგრძე 5.8 მეტრია, რაც სტანდარტულ სივრცეებში მისი პარკირების საშუალებას იძლევა.
ავტომობილით აეროდრომზე მისვლისა და ღილაკზე დაჭერის შემდეგ ფრთები ავტომატურად იხსნება, ხოლო ფრენის მანძილი 1000 კილომეტრს აღწევს. დაშვების შემდეგ ავტომობილი ისევ ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებად გარდაიქმნება.
ავტომობილი ბენზინზე მუშაობს, თუმცა მომავალში დეველოპერები ელექტროძრავაზე გადასვლას გეგმავენ.
“მომავლის ავტომობილის” შემუშავება 2016 წლიდან მიმდინარეობს. პირველმა პროტოტიპმა ტესტი უკვე გაიარა, როცა 500-ზე მეტი აფრენა და დაშვება შეასრულა.
გაყიდვების დაწყება 2026 წელს იგეგმება.
1748066460
ტიმ კუკი, სატია ნადელა - ვინ არის მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEOროდესაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებზე ფიქრობთ, ალბათ, ისეთი ადამიანები გახსენდებათ, როგორებიც არიან ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და უორენ ბაფეტი.თუმცა, Equilar 100-ის თანახმად, რომელიც აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიებში მიღებულ 100 ყველაზე დიდ კომპენსაციის პაკეტს აფასებს, სიმდიდრის ეს ტიტანები 2024 წელს ტოპ 20-შიც კი ვერ მოხვდნენ.2024 წელს, აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ხელფასი 9.5%-ით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ ტოპ 100-ში მხოლოდ ექვსი ქალია, ხოლო ტოპ 20-ში არცერთი.წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების, იგივე - CEO-ების ხუთეულს Equilar-ის უახლესი სიის მიხედვით (წლიური ანაზღაურება).ჯიმ ანდერსონი, Coherent: 101 497 009 დოლარიCoherent-ის ნაკლებად ცნობილმა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ანდერსონმა, საუკეთესო მისასალმებელი პაკეტები მიიღო, როდესაც გასული წლის ივნისში ლაზერული და ნახევარგამტარული კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.ძირითადი ხელფასისა და ხელმოწერის ბონუსის გარდა, პლანეტის ყველაზე იღბლიანმა ახალწვეულმა Coherent-ის აქციების სახით 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რამაც ის მყისიერად მილიონერი და ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახადა.ბრაიან ნიკოლი, Starbucks: 95 801 676 დოლარიStarbucks-ის ახალ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში გასული წლის სექტემბერში მივიდა.წინა სამსახურში მისი საბაზისო ხელფასი მხოლოდ 61 538 აშშ დოლარი იყო. ხოლო Starbucks -ში ნიკოლმა 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი და 90 მილიონ დოლარზე მეტი აქციების ოფციონებში მიიღო.ლარი კალპი, GE Aerospace: 87 393 876 დოლარიგასულ წელს GE Aerospace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯამში 87 393 876 აშშ დოლარი მიიღო, რაც ექვსჯერ აღემატება მის 2023 წლის შემოსავალს. ეს მაჩვენებელი 1,279-ჯერ მეტია, ვიდრე კომპანიის საშუალო თანამშრომელი იღებდა 2024 წელს.პაკეტის ძირითადი ნაწილი აქციების ფლობისთვის ერთჯერადი ბონუსისა და სხვა გულუხვი აქციების ჯილდოებისგან შედგებოდა.სატია ნადელა, Microsoft: 79 106 183 დოლარიყველა აღმასრულებელი დირექტორის ოცნებაა, უყუროს, თუ როგორ იზრდება მათი კომპანიის აქციების ფასი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ანაზღაურება კომპანიის მუშაობაზეა დამოკიდებული.2024 წელს Microsoft-ის აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ტრიუმფიდან შემოსავალი მიიღო, როდესაც საბაზისო ხელფასსა და ბონუსებზე დამატებით, აქციების სახით 71 მილიონ დოლარზე მეტი დაერიცხა, რაც 2023 წლის 39.2 მილიონ დოლართან შედარებით ბევრად მეტია.მისი წმინდა ქონება ამჟამად 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული.ტიმ კუკი, Apple: 74 609 802 დოლარიყველაზე ცნობილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა გასულ წელს ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი, 3 მილიონი დოლარი მიიღო. ხოლო ბონუსის სახით - ჯამში 12 მილიონი დოლარი.კუკის კომპენსაციის პაკეტის ძირითად ნაწილს აქციები შეადგენს.ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად დაახლოებით 2.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან კომპენსაციის სახით Apple-ის 58 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო.წყარო: lovemoney.com
1747979278
23 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში სამხრეთ მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+15°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+15°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+13 .ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+8 .ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +7.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +4°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12 .ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11 .ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11°სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით+5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +7°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+8 .ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+10 .ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +5 .თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +13°.
1747909430
109.486 დოლარი - ბიტკოინმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარაბიტკოინის ფასმა 21 მაისის ვაჭრობაზე 109.400 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და 109.000-დოლარიანი წინა რეკორდი მოხსნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დაამყარა.ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა CoinDesk წერს.კერძოდ, CoinDesk Bitcoin Index-ის მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო სესიის დაწყებისას ყველაზე დიდმა და უძველესმა კრიპტოვალუტამ 109.486 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასი 46%-ზე მეტად გაიზარდა აპრილის იმ მინიმუმთან შედარებით, რაც გლობალურმა სავაჭრო ომმა და აშშ-ის ტარიფების გამო მზარდმა არეულობამ განაპირობა.ახალი ისტორიული მაქსიმუმი მაშინ დაფიქსირდა, როცა ბიტკოინის საბირჟო ფონდებმა (ETF) 3.6 მლრს დოლარის სუფთა შედინება შთანთქეს, რაც ინვესტორების ინტერესის განახლების ნიშანია. ბიტკოინზე ორიენტირებული მრავალი კომპანია, მათ შორის, მაიკლ სეილორის Strategy და ახლად შექმნილი Twenty One Capital შესყიდვების სერიას შეუერთდა, რამაც ბიტკოინს ახალი რეკორდის მიღწევაში შეუწყო ხელი.Financial Times ბიტკოინის რეკორდულ ზრდას იმ მოლოდინით ხსნის, რომ აშშ მალე ციფრული აქტივების პირველ რეგულაციებს გამოაქვეყნებს. კერძოდ, ვაშინგტონში კანონმდებლები წესებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, რომლებიც ნორმატიულ ბაზას სტეიბლკოინებისთვის, ანუ ციფრული დოლარის ფორმებისთვის უზრუნველყოფს, რაც გადახდებისა და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ვაჭრობისთვის ფართოდ გამოიყენება.ტოკენების დანიშნულება დოლართან მიმართებაში სტაბილური ღირებულების შენარჩუნებაა, თუმცა ისინი რეგულირებადი საბანკო სისტემის გარეთ იმყოფებიან.ცნობისთვის: ბოლოს ბიტკოინის ფასი 9 მაისს, ერთ დღეში 3%-ზე მეტად ერთბაშად გაიზარდა და 102.500 დოლარს მიაღწია, ხოლო პიკზე 104.000 დოლარს გადააჭარბა. მაშინ რალის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიდ ბრიტანეთთან ახალი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გამოცხადება გახდა.
1747820889
ძლიერი წყალდიდობის შედეგად ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი გარესამყაროსაა მოწყვეტილიავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სახლების სახურავებზე იმყოფება. ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა.ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ზოგიერთ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი თვის ნალექი მოვიდა. ადიდებულია მდინარეები.ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი მოვიდეს, რაც მაისის საშუალო ჯამურ რაოდენობაზე სამჯერ მეტია.ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების კომისარმა, მაიკ ვასინგმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები პრიორიტეტს ანიჭებენ მოწყვლადი ადამიანების გადარჩენას, ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია.„ამჟამად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად სახურავებზე არიან და ვერ ახერხებენ გამოსვლას“, – განაცხადა ვასინგმა.პირველი არხი
1747820294
სოხუმის აეროპორტი რუსულ ავიაკომპანიებს უფასოდ მოემსახურებააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომ სოხუმის აეროპორტში ე.წ. საერთაშორისო ავიარეისების სერვისზე დღგ-ის ნულოვანი გადასახადი დაწესდეს - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.პირველი და მეორე საბოლოო მოსმენით მიღებული „კანონპროექტის“ განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ავიაკომპანიებისთვის „აეროპორტის მომსახურების ტარიფების შემცირებას, შედეგად კი ავიაბილეთების გაიაფებას უზრუნველყოფს, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე დადებითად აისახება.“კერძოდ, დღგ-სგან თავისუფლდება დაშვებისა და აფრენის მომსახურება, საწვავის შევსება და სხვა აუცილებელი სერვისები, რასაც ავიაკომპანიები სოხუმის აეროპორტში იღებენ.შედარებისთვის: სოჭის აეროპორტში, რომელიც წელიწადში 12 მილიონამდე მგზავრს იღებს, ამ მომსახურების ღირებულება, სოხუმთან შედარებით, 5-10-ჯერ დაბალია. ამდენად, დე ფაქტო პირველი ვიცეპრემიერის, ჯანსუხ ნანბას თქმით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი სოხუმის აეროპორტს კონკურენტუნარიანობის საშუალებას მისცემს.„ამ ტიპის მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის დაწესება გლობალური პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება და ICAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა. ამ გადაწყვეტილების მიღებით გვსურს, სოხუმამდე ავიაბილეთი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ - ამბობს ნანბა.მისი ცნობით, აფხაზური და რუსული მხარეები, ასევე, საჰაერო ნავიგაციის გადასახადის განაკვეთებს ადგენენ, რომლებიც რუსეთის შიდა განაკვეთების შესაბამისი იქნება.„იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისოა და მოსკოვიდან სოხუმში რეისი საერთაშორისოდ ითვლება, აქ საჰაერო ნავიგაციის საფასური, რუსეთის შიდა ტარიფებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული და, როგორც წესი უფლრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რუსი კოლეგები დაგვეხმარებიან და აფხაზეთში მფრინავი ავიაკომპანიებისთვის რუსეთის შიდა ტარიფებს საერთაშორისო ტარიფები გაუთანაბრდება, “ - ამბობს ნანბა.ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.