ბირთვული ომის საფრთხის ეფექტი - Strategy-მ 1 მლრდ დოლარის ბიტკოინი შეიძინა

კრიპტოვალუტა

მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილესმა კორპორატიულმა მფლობელმა, Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.

კომპანიის განცხადებით, კრიპტო ვალუტაში ამ მასშტაბით ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ირანსა და ისრაელს შორის ბირთვული ომის საშიშროება გაჩნდა.

Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

Strategy-ს დამფუძნებელ მაიკლ სალიორის თქმით, მისმა კომპანიამ 10 100 ცალი ბიტკოინი იყიდა და თითო მათგანი საშუალოდ 104 080 აშშ დოლარი დაუჯდა. შედეგად, ამ მომენტისთვის კომპანიის აქტივებში 592 100 ბიტკოინია, რაც 64 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.

Cryptotimes-ის ინფორმაციით, Strategy-ს ბიტკოინში ინვესტიციები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 25%-ს მიაღწევს.

ასევე, იაპონურმა ბიტკოინ ჰოლდინგმა, Metaplanat-მა 1 112 ბიტკოინი იყიდა და მასში 117.2 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. ჯამში კომპანიის აქტივებში 10 000-ზე მეტი ბიტკოინია.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 17 ივნისის თბილისის დროით 19:00 საათისთვის, ერთი ბიტკოინის ღირებულება 104 786 აშშ დოლარს შეადგენს.