1750244553
ბრძოლა იწყება - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ბრძოლა იწყება და ირანი ისრაელის მიმართ მოწყალებას არ გამოიჩენს.
„ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“, - წერს აიათოლა ალი ხამენეი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი მტკიცებით, ისრაელს მკაცრი პასუხი უნდა გასცენ.
„მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ“, - წერს ხამენეი.
1750227325

1750245316
რამდენი მილიონი გამოიმუშავეს დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საათების, კრიპტოვალუტების, ტოკენების და სხვა გაყიდვებიდანივნისში გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჯახის კრიპტოვალუტის საწარმოდან, კერძო გოლფის მოედნებიდან და სხვა ნაწარმის რეალიზებით - ბიბლიებიდან დაწყებული საათებით დამთავრებული, მილიონები გამოიმუშავა.„ბიზნეს იმპერიის გასაფართოებლად, თავისი პოლიტიკური პოპულარობით ისარგებლა,“ - წერს CNN.ტრამპის მიერ გაცხადებული ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო იყო 57 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გაყიდვა WLF Holdco LLC-ის მეშვეობით. WLF არის ტრამპების ოჯახის კრიპტოვალუტის კომპანია, მას პრეზიდენტის ვაჟები მართავენ. თავად ტრამპი კი ფლობს 1-დან 5 მილიონ დოლარამდე “ეთერიუმს“.დოკუმენტებში, რომელიც 230-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ასახულია შემოსავლები მას შემდეგ რაც ტრამპი იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნდა.ტრამპის აქტივები ინახება ტრასტში, რომელსაც მისი შვილები მართავენ. Trump Organization-მა წელს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას კომპანიის ყოველდღიურ მართვაში. თუმცა, ის კვლავ სარგებლობს თავისი უზარმაზარი უძრავი ქონებისა და ბრენდინგის იმპერიით.დოკუმენტები აჩვენებს, რომ ლიცენზიის მქონე კომპანიებმა, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს დონალდ ტრამპის სახელის, იმიჯისა და მსგავსების გამოყენებით, (სპორტული ფეხსაცმლიდან დაწყებული საათებით დამთავრებული), ტრამპს მილიონობით ჰონორარი მოუტანა.ფრაზის წარმოთქმით - “ღმერთმა დალოცოს აშშ“, ტრამპმა 1.3 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მხარდამჭერებს მოუწოდებდა ბიბლიის შეძენისკენ, რათა „ამერიკამ კვლავ ილოცოს“. მას შემდეგ ბიბლიის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.პრეზიდენტმა ასევე 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ტრამპის სპორტული ფეხსაცმლისა და სუნამოების გაყიდვიდან, ხოლო 2.8 მილიონი დოლარი „ტრამპის საათების“ გაყიდვიდან.დოკუმენტში ასევე ასახულია დამატებითი ინფორმაცია პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჰონორარებზე, რომელიც მან გასული წლის საარჩევნო კამპანიის დროს გამოიმუშავა.ნიუ-იორკში, კონსერვატიული ლგბტქ ჯგუფის წინაშე გამოსვლისთვის, მელანიას 475 000 აშშ დოლარი გადაუხადეს.ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილში პალმ-ბიჩში გამოსვლისთვის, მელანია ტრამპს 237 500 აშშ დოლარი გადაუხადეს.მან ასევე დაახლოებით 217 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა NFT-ების, ანუ არაგაცვლადი ტოკენების გაყიდვით.წყარო: cnn.com
1750235415
ბირთვული ომის საფრთხის ეფექტი - Strategy-მ 1 მლრდ დოლარის ბიტკოინი შეიძინამსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილესმა კორპორატიულმა მფლობელმა, Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.კომპანიის განცხადებით, კრიპტო ვალუტაში ამ მასშტაბით ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ირანსა და ისრაელს შორის ბირთვული ომის საშიშროება გაჩნდა.Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინაStrategy-ს დამფუძნებელ მაიკლ სალიორის თქმით, მისმა კომპანიამ 10 100 ცალი ბიტკოინი იყიდა და თითო მათგანი საშუალოდ 104 080 აშშ დოლარი დაუჯდა. შედეგად, ამ მომენტისთვის კომპანიის აქტივებში 592 100 ბიტკოინია, რაც 64 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.Cryptotimes-ის ინფორმაციით, Strategy-ს ბიტკოინში ინვესტიციები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 25%-ს მიაღწევს.ასევე, იაპონურმა ბიტკოინ ჰოლდინგმა, Metaplanat-მა 1 112 ბიტკოინი იყიდა და მასში 117.2 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. ჯამში კომპანიის აქტივებში 10 000-ზე მეტი ბიტკოინია.ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 17 ივნისის თბილისის დროით 19:00 საათისთვის, ერთი ბიტკოინის ღირებულება 104 786 აშშ დოლარს შეადგენს.
1750224060
18 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +14 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+14°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +12°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +12°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით +8°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +11 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+11 °.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს.ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15, ღამით+5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +6°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +8°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15 °.
1750223940
თბილისში, მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩებითბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, დაბა შინდისის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს (ნაწილობრივ), გულუას მოედნის, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, წინანაურის, კალანდაძის, მარტვილის, ნიშნიანიძის, გორგასალის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფე სოლომონ II, არტურ ლაისტის, უსახელოურის, ხეივნის, ჟორდანიას, გურამიშვილის, რეხის, სოღანლუღის, ხარფუხის, ფაბრიკის, შუშინის, ხონელის, ფირდოუსის, ალგეთის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, კოსტავას, ტყვარჩელის, ფიზკულტურის, აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1750147411
„ჰელსინკის კომისია“ - საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავსაშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.