ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით დათმობებზე წავა

მსოფლიო 1769155701
ტრამპი და პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში დათმობებზე წავა.

როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვეიცარიის ქალაქ დავოსიდან ვაშინგტონში მიმავალ Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან თქვა, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს და ევროპა ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული, „რადგან ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია“.

„იყო დრო, როდესაც პრეზიდენტი პუტინი შეთანხმებისთვის მზად არ იყო და დრო, როდესაც [უკრაინის] პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არ იყო - ეს მომენტები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ორივე მხარე მზადაა მოლაპარაკებებისთვის“, - თქვა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერმა დავოსის შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევის მზადყოფნა გამოთქვა: „ადრე ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი“.