თურქეთი 2040 წლისთვის თამბაქოს გაყიდვის სრულ აკრძალვას გეგმავს

მსოფლიო 1776149640
თამბაქო

თურქმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა სრულად აიკრძალება, იტყობინება გაზეთი Hürriyet.

კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტიაა“. კანონის მიღების შემთხვევაში, ის დაახლოებით 19 მილიონ მწეველს შეეხება.

2040 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და საცალო მოვაჭრეებს 1 მილიონიდან 5 მილიონ თურქულ ლირამდე ჯარიმები დაეკისრებათ. მოქალაქეებს ასევე დაეკისრებათ ჯარიმები ასეთი პროდუქტების შეძენის, შენახვისა და გამოყენებისთვის.