კაცობრიობა ხმელეთის 50%-ზე მეტს დაიკავებს - როდის მიაღწევს დედამიწის მოსახლეობა პიკს?

მსოფლიო 1776156780
მოსახლეობა

დე­და­მი­წის რე­სურ­სე­ბი იწუ­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ტემ­პით იზ­რდე­ბა. უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, 2070-იანი წლე­ბის ბო­ლოს­თვის მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­საძ­ლოა 12,4 მი­ლი­არდ ადა­მი­ანს მი­აღ­წი­ოს, რაც ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებ­სა და ეკო­სის­ტე­მებ­ზე გა­უ­გო­ნარ ზე­წო­ლას გა­მო­იწ­ვევს.

გა­მო­ცე­მა WioN-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ან­თრო­პო­გე­ნუ­ლი ზე­წო­ლის ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი სწო­რედ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ბუ­მია.

ხმე­ლე­თის ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში

მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, 2070 წლის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი პლა­ნე­ტის ხმე­ლე­თის 50%-ზე მეტს აით­ვი­სე­ბენ. ეს პრო­ცე­სი პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას აყე­ნებს ათი­ა­თა­სო­ბით სა­ხე­ო­ბას. ამ პრო­ცე­სის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ურ­ბა­ნი­ზა­ცია და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა.

პრო­ფე­სორ კორი ბრედ­შო­უს, კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რის თქმით, მა­ში­ნაც კი, როცა დე­და­მი­წა­ზე 8,3 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ჩვენ უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვარ­ზე ვართ.

"მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლუ­რად მდგრა­დი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად უფრო და­ბა­ლია და ახ­ლო­საა იმ დო­ნეს­თან, რაც მსოფ­ლი­ოს XX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ჰქონ­და", - აცხა­დებს ბრედ­შოუ.

რე­სურ­სე­ბის ამო­წურ­ვა და „დესტრუქ­ცი­უ­ლი ფაზა“

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდის, რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­რე­მო­ზე ზე­წო­ლას აძ­ლი­ე­რებს. შე­დე­გე­ბი უკვე თვალ­სა­ჩი­ნოა: ბუ­ნებ­რი­ვი ჰა­ბი­ტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბის ზრდა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­კარ­გვის დაჩ­ქა­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1950-იან წლე­ბამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას უწყობ­და ხელს. თუმ­ცა, 1960-იანი წლე­ბი­დან ეს დი­ნა­მი­კა შე­იც­ვა­ლა. მკვლევ­რე­ბი ამ პე­რი­ოდს „ნე­გა­ტი­ურ დე­მოგ­რა­ფი­ულ ფა­ზას“ უწო­დე­ბენ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­დგო­მი ზრდა აღარ იწ­ვევს პრო­პორ­ცი­ულ ეკო­ნო­მი­კურ აჩ­ქა­რე­ბას. პი­რი­ქით, ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან, ეკო­ლო­გი­უ­რი კვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ემი­სი­ე­ბის ზრდას­თან.

რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის

თუ არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი რე­სურ­სე­ბის (წყა­ლი, საკ­ვე­ბი, ენერ­გია) დე­ფი­ციტ­სა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას შე­ე­ჯა­ხე­ბა. პლა­ნე­ტის სა­სი­ცო­ცხლო სის­ტე­მე­ბი უკვე კრი­ტი­კულ დატ­ვირ­თვას გა­ნიც­დი­ან.

„დე­და­მი­წა ვერ ეწე­ვა იმ ტემპს, რომ­ლი­თაც ჩვენ მის რე­სურ­სებს ვი­ყე­ნებთ,“ - აფრ­თხი­ლებს პრო­ფე­სო­რი ბრედ­შოუ და აღ­ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე კა­ცობ­რი­ო­ბა უფრო ღრმა კრი­ზი­სე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბა 71 მი­ლი­ონ­ზე მე­ტით გა­ი­ზარ­და და 2025 წლის და­სა­წყი­სის­თვის 8,09 მი­ლი­არდს მი­აღ­წია. შარ­შან შო­ბა­დო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა 4,2/2-ზე იყო.

Ambebi.ge