სოფლის მეურნეობა
 ზეთისხილი
„თითო ნერგის დარგვას 7-8 წამი სჭირდება“ - ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში. მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა ის, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას დღეს აკლია, თანამედროვე ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვაა, რაც აუცილებელი პირობაა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მოცულობის და ხარისხის გაზრდისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთისა და მარინადების წარმოებაა. გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები.წელს კომპანიამ საქართველოში თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრთველი ტექნიკა შემოიტანა, რომლითაც დამატებით კიდევ გაშენდა 100 ჰექტარამდე ზეთისხილის ბაღები. ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატი, რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს, მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტარამდე ბაღის გაშენება, რაც ამ ფართობზე 5-6 ათასი ნერგის დარგვას უზრუნველყოფს. ხოლო თითო ნერგის ჩარგვას მხოლოდ 7-8 წამი სჭირდება.შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. თავად კი ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში. „ახალ სეზონს შევხვდით ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს დარგვის ვადებს. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტარამდე ბაღის გაშენება, რომელიც დაახლოებით 5-6 ათას ნერგს მოიცავს. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოქმედება: ორმოს ამოღება, ნერგის დარგვა, დატკეპნა და მიწის მიყრა. შესაბამისად, არის ძალიან სწრაფი, თითო ნერგის დარგვას დაახლოებით 7-8 წამი სჭირდება.ჩამრგველი დანადგარი ინარჩუნებს მიწის ტენიანობას, რადგან ორმო ამოღებული დიდი ხნით არ რჩება“ - განაცხადა თორნიკე მარკოზაშვილმა, „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა

1715328475

1713947946

„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.


სხვა სიახლეები
ავიარეისი
სოხუმში რუსეთთან რეგულარული ავიარეისების შესრულებას 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის გეგმავენ

აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის განახლდება, წელს კი სატესტო რეისი შესრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.აეროპორტის სარეკონტრუქციო სამუშაოები ასლან ბჟანიამ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ჯანსუღ ნანბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად დაათვალიერა.ბჟანაის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ინერტული მასალის საწყობების განსათავსებლად საწარმოო ბაზის მომზადება გრძელდება, ხოლო ცემენტ-ბეტონის საწარმოო ქარხნების საძირკვლის მოწყობა დასრულდა და ამჟამად თავად ქარხნების მონტაჟი მიმდინარეობს. პრესსამსახურის ცნობით, „ასაფრენი ზოლის, მოსახვევი ბილიკებისა და ბაქნის ზედაპირის რეკონსტრუქცია განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.” ამ სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტი პირველი ტექნიკური რეისის მიღებას შეძლებს. ბჟანიამ ე.წ. სამინისტროებსა და შესამბამის სამსახურებს დაავალა, “განრიგი მკაცრად დაცვან, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს”.სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკი აღდგება, ასევე, მგზავრებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ოპერატიულად დასაწყებად დროებითი ნაგებობები აშენდება. მეორე ეტაპზე თანამედროვე ახალი სამგზავრო ტერმინალი მთლიანი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი ბაქანი აშენდება.აპრილის ბოლოს ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ. მან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ICAO საქართველოს ინიციატივით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გაშვების პროექტს ბლოკავს.ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (132 მლნ დოლარს) შეადგენს.

საზოგადოება 1715957020

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7585 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7585 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7585 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1715951796

ოქრო
ლიბიიდან 26 ტონა ოქროს გატანას ცდილობდნენ

ლიბიიდან დამნაშავეები 26 ტონა ოქროს გატანას ცდილობდნენ, ამის შესახებ Nexta live იუწყება.ეს ქვეყნის ოქროს მთელი მარაგის მეოთხედია. დაკავებულია რამდენიმე მებაჟე, რომლებიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთობლივად მოქმედებდნენ. ეს ადამიანები კონტრაბანდული გზით ლიბიიდან ოქროს ზოდების გატანას ცდილობდნენ.

სხვადასხვა 1715950103

აფხაზეთი
აფხაზეთში ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა 22%-ით არის გაზრდილი

გასულ წელთან შედარებით, აფხაზეთში ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა 22%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს.არსებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში აფხაზეთი მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულებაა რუსებს შორის.ცნობისათვის, 2024 წელს აფხაზეთში ფასებმა 15-30%-ით მოიმატა. ერთი ტურის ფასი საშუალოდ 660 დოლარიდან 880 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, მიმდინარე ზაფხულში, ეკონომ - სეგმენტის ღირებულება 185 დოლარიდან იწყება, საშუალო ფასის სეგმენტი - 550 დოლარიდან, ხოლო სრულ ინკლუზიურ საცხოვრებელ ობიექტებში ტურების ფასები 600 დოლარიდან.რაც შეეხება მაღალი სეგმენტის სასტუმროებს, აქ ტურების ფასი 1 375 დოლარიდან იწყება.

სხვადასხვა 1715946216

სათვალე
ციკოლიამ „კოლხის“ სათვალეები გამოუშვა - ფასი 649 ლარია

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ „ციკოლიას“ ბრენდის ქვეშ Kolkhi's სათვალეების წარმოება დაიწყო.  წარმოდგენილი სათვალეები 6 სხვადასხვა ფერისაა: შავი ვერცხლისფერი, სპილენძისფერი, ოქროსფერი, მწვანე და ვერცხლისფერი-წითელი.სათვალეების მასალად გამოყენებულია ალუმინი და TAC-ის პოლარიზებული ლინზები.სათვალეების ფასი 649 ლარია.

ბიზნესი 1715943649

londonis-birja
როგორ ივაჭრება ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე

ორდღიანი ვარდნის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება სტაბილური რჩება. დღეს ბირჟაზე ვაჭრობის გახსნიდან სამი საათის შემდეგ „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის აქციების ღირებულებამ მცირედით დაიკლო, „საქართველოს კაპიტალის“ კი გაიზარდა.თბილისის დროით 14:00 საათისთვის:„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 0.12%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.895 მილიარდი სტერლინგია. TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 0.19%-ია. ბანკის ერთი აქცია 26.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.479 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს."საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 7.2%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.28 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 409.24 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად 15 მაისის ვაჭრობის შედეგად შემცირდა. იმ დღის ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით. თუმცა მეორე დღისით ვარდნა შენელდა და დღეს უკვე ზრდაც დაიწყო.

სხვადასხვა 1715941829