• Ƀ/$

ინტერიერის დიზაინი სასტუმრო ბიზნესში და ახალი ტიპის მომსახურება ქართულ ბაზარზე

8 ოქტომბერი 17:01, 2018 წელი | Company news

ადამიანებს ახასიათებთ სილამაზისკენ მუდმივი სწრაფვა. ინტერიერის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია ჰარმონია - ინტერიერის ყველა ელემენტის ბუნებრივი კომბინაცია, სივრცის ერთიანი და დახვეწილი სტილი.

მასპინძლობის ინდუსტრიაში ინტერიერის დიზაინის მაღალი კულტურა საერთაშორისო დიზაინერების მიღწევებთანაა დაკავშირებული. სასტუმრო ბიზნესში დიზაინი დიდწილად განსაზღვრავს სასტუმროს წარმატებას. რამდენიმე ათწლეულის წინ, ინტერიერის მოდის სტილს ამკვიდრებდა Ritz-ის კლასის - კლასიკური და ძვირადღირებული სასტუმროები. დღეს კი უფრო მეტად პრესტიჟული ხდება პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ოთახები.


მსოფლიოს წამყვან თანამედროვე დიზაინერებში ლიდერად აღიარებულია ფილიპ სტარკი, რომლის ნამუშევრებს შორის გვხვდება ნიუ-იორკში მდებარე Royalton Hotel და Mondrian - ლოს ანჯელესში. ფილიპ სტარკი ითვლება ასევე სასტუმრო ბიზნესში ისეთი მიმართულების დამფუძნებლად, როგორიც ბუტიკი-სასტუმროებია (Boutique Hotel). სასტუმროს დიზაინის მიმართულებით ბაზრის ლიდერები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა HKS, Wimberly Allison Tong & Goo, Leo A Daly, რომელთა შემოსავალი ათობით მილიონ დოლარს შეადგენს. თითოეულ მათგანს თავისი პორტფოლიო აქვს მთელი რიგი ცნობილი პროექტებისა. მაგალითად, HKS-მა შეიმუშავა დიზაინი დალასში არსებული სასტუმროთა ქსელისთვის - Ritz-Carlton და Starwood.


ევროპაში სასტუმროს დიზაინის სფეროში მაღალი რეპუტაციით იტალიელები სარგებლობენ. რამდენიმე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილმა სასტუმროების დიზაინერებმა, შექმნეს თავიანთი პროექტები არა მარტო იტალიაში, არამედ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მათ შორის შეიძლება დასახელდნენ ისეთი დიზაინერები, როგორიცაა ბრუნო ბორრიონე, რომელიც სტარკთან და ოლგა პოლიცისთან თანამშრომლობს. ბორრიონე ცნობილი გახდა პარიზის სასტუმრო Le Placide-ის პროექტის წყალობით. ოლგა პოლიციმ კი აღიარება დაიმსახურა სასტუმრო Tresanton-ის (ინგლისი) აუთენტური დიზაინის შექმნის შემდეგ.


სასტუმროების მსოფლიო ბაზარზე დიზაინერ-არქიტექტორების ასეთმა აქტიურობამ და მასპინძლობის ინდუსტრიაში კონკურენციის ზრდამ განაპირობა მოთხოვნის გაჩენა განსხვავებული სტილის, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინტერიერის/ექსტერიერის პროდუქციაზე. შედეგად, ბაზარზე გამოჩნდა ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ბრენდების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე პროექტის შესაბამისი პროდუქტის სწორად შერჩევის რთული პროცესს ამარტივებს მომსახურება პროდაქტ კონსალტინგი. ეს არის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება პროდუქციის მოძიების, შერჩევის და ბიუჯეტის შედგენის მიმართულებით.


საქართველოში, სასტუმრო ბიზნესის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება განხორციელებული პროექტების რენტაბელობა, ხარისხი და მათი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმისათვის, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ გახდეს საჭირო ინტერიერის/ექსტერიერის მოდიფიკაცია და რეკონსტრუქცია/რენოვაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შერჩეული პროდუქტი. სწორედ ამ მიმართულებით ოპერირებს ქართული კომპანია HCG - Hotel Contract Georgia. ის სასტუმრო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს პროდაქტ კონსალტინგის და შესყიდვების მომსახურებას (Product Consulting & Procurement).


აღსანიშნავია, რომ კომპანია HCG სასტუმროების გარდა, ახორციელებს, სამედიცინო, სასწავლო, კომერციული დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის მასალების შესყიდვების დაგეგმარებასა და შესყიდვებს. ამ ტიპის მომსახურება ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს გაზარდოს საკუთარი პროდუქტების/სერვისების უსაფრთხოება, ეკოლოგიურობა და ხარისხი.


საკონტაქტო ინფორმაცია:


 


მისამართი: ქ. თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის I შესახვევი №6


ტელ: (+995 32) 235 99 84


ელ. ფოსტა: info@hcg.ge


ვებ. გვერდი: www.HCG.ge


FB-გვერდი: https://www.facebook.com/www.HCG.ge/?ref=br_rs


სხვა სიახლეები