• Ƀ/$

ბოლო 40 წელიწადში ჩინეთში ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 676 მლნ-ით გაიზარდა

29 იანვარი 18:50 | ანალიტიკა

ყველა მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში ურბანიზაციის დონე 70 და ხშირ შემთხვევაში 80 პროცენტსაც აჭარბებს. ბოლო 40 წელიწადში მსოფლიო მასშტაბით ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა 38.5%-დან 55.3%-მდე გაიზარდა. 

დღეს ჩინეთი ზესახელმფწიფოებრიობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 17.5%-ს აწარმოებს, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მაო ძედუნის დროს, ჩინეთს მართალია ბირთული იარაღი გააჩნდა, მაგრამ ასობით მილიონი ადამიანი სიღატაკისგან იტანჯებოდა. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლები იყო ვიდრე სიერა ლეონეში, ლესოთოში, ზიმბამვეში, ჩადისა და მალიში. ამ პერიოდისთვის, 1978 წელს ჩინეთში ურბანიზაციის დონე 17.9%-ს შეადგენდა, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2010 წლის მუდმივ ფასებში დავლით $307-ს. ამ დროს ჩინეთი ჯერ კიდევ არ იყო მილიარდიანი ქვეყანა და მოსახლეობა 972 მლნ-ს უდრიდა, საიდანაც სოფლად 798 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, ქალაქებში კი 174 მლნ. ამ დროს ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ 1.75%-ს შეადგენდა, ამ დროს მისი წილი მოსახლეობაში 22.6%-ს უდრიდა.


დენ-სიაოპინის დროს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა კერზო საკუთრების უფლება, ეკონომიკა საბაზრო მოწყობაზე გადავიდა, ამავე დროს მნიშვნელოვნად დაჩქარდა ურბანიზაციაც. იმავე 1978 წელს მსოფლიო ორბანიზაციის დონე ჩინეთისას 2.15-ჯერ აღემატებოდა და 38.5%-ს შეადგენდა. 50%-იანი ზღვარი მსოფლიომ 2007 წელს, ჩინეთმა კი 2011 წელს გადალახა. 2014 წელს კი უკვე ჩინეთმა გდაასწრო მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. ბოლო 2018 წლის მონაცემებით მსოფლიოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 55.3%-ს შეადგენს, ხოლო ჩინეთის 59.2%-ს.



ჩინეთის მოსახლეობა დღეს 1.437 მლრდ-ს შეადგენს, საიდანა სოფლად 586 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ქალაქებში კი 850 მლნ. შესაბამისად ბოლო 40 წელიწადში სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა 212 მლნ-ით შემცირდა, ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა კი 676 მლნ-ით გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


2035 წლისთვის მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში 324 მლნ ადამიანი იცხოვრებს


2035 წელს 10 უდიდესი ქალაქი $13.5 ტრლნ-ს ეკონომიკას შექმნის


მსოფლიო ეკონომიკის 50%-ზე მეტს 4 სახელმწიფო აკონტროლებს



სხვა სიახლეები