სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1769425073
1769331508
რა ღირს კერძო სახლები თბილისის უბნებში2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში კერძო სახლების ფასები წლიურად 2.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.აღსანიშნავია, რომ ფასები გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებითაც. ამ შემთხვევაში ზრდა 2.1%-ს შეადგენს.„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, თბილისის უბნების მიხედვით კერძო სახლების ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და 1 კვ.მ-ის ფასი 4 594 ლარს შეადგენს.ამასთანავე, დედაქალაქში კერძო სახლს ყველაზე იაფად ნაძალადევში შეიძენთ. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 2 660 დოლარს უტოლდება.როგორია თბილისში კერძო სახლების ფასი უბნების მიხედვით: მთაწმინდა - 4 594 ლარი; ვაკე - 4 311 ლარი; საბურთალო - 3 504 ლარი; დიდუბე - 3 369 ლარი; სამგორი - 3 121 ლარი; ისანი -3 110 ლარი; ჩუღურეთი - 3 088 ლარი. გლდანი - 2 985 ლარი; კრწანისი - 2 830 ლარი; ნაძალადევი - 2 660 ლარი.
1769331316
ჩაქვში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრი შენდება - მოეწყობა „გრუმინგი“, ძაღლების სასტუმრო და გასასეირნებელი ეზობათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა.ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.„მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769179383
საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება - რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?საქართველოს ბანკმა ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერების მიზნით, პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ “Creator” შექმნა. პროექტის მერვე ეპიზოდში უკვე გამოვლინდნენ პროექტის ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს საბოლოო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. ეპიზოდის სანახავად გადადით ბმულზე.Creator-ის ფინალისტები გახდნენ: Veriko Bazali WildDoc მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებენ, გამოცდილებას უზიარებენ და ახალ დავალებებს აძლევენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავს მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს და ეხმარება დავალების შესრულებაში.“საქართველოში კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკშია. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემა სუსტია - ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე ორიენტირდებიან, შესაბამისად არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები. Creator-ის მეშვეობით პირველად გაჩნდა სივრცე, სადაც დამწყებებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და მიიღონ წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე”, - აღნიშნავს ნიკა კაკოიშვილი (კაკო).“ხარისხი არ არის აპარატურა/ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ - კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ წელს გაცილებით მეტი წარმატებული კრეატორია ვიდრე გასულ წელს. ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოცდილების არქონაა. ასეთი პროექტები კი შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის - გახდნენ წარმატებულები. ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა”, - აღნიშნავს დათო ალავიძე (ჰიტა). “იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ჰქონდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან - ეს პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მისი მეშვეობით ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ შიდა სამზარეულოს, ენახათ როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩა, გახდა ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოებითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო ძალიან დიდ მწვერვალს”, - აღნიშნავს მახარა (საეჭვო კაცი).“საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა Creator-ი, უკვე მერვე ეპიზოდია მაყურებელს საინტერესო გამოწვევებსა და დავალებებს სთავაზობს. მიზანი უცვლელია - ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ დამწყები კრეატორების განვითარებასა და გაძლიერებას, მეორე მხრივ კი გამოცდილ კრეატორებს მივცეთ შესაძლებლობა, შექმნან კიდევ უფრო მეტად საინტერესო კონტენტი. შედეგად, Creator-ი იქცა სივრცედ, სადაც, გამოცდილი იუთუბერები დამწყებ კრეატორებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, აუდიტორიის ზრდისთვის საჭირო რჩევებს, დამკვეთებთან ურთიერთობის სპეციფიკას და სხვა. სულ მალე, გადაცემის ფინალისტები გამოვლინდებიან. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას და ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს: https://www.youtube.com/@argacherde
სხვა სიახლეები
გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკაში ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გამოიკვეთა - ტურიზმში, საგარეო ვაჭრობასა და ფინანსურ ბაზრებზე. გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვა ასახავს, როგორ შეიცვალა ძირითადი ტენდენციები წლის ბოლოსკენ.ტურიზმის შემოსავლები: ზრდა მოლოდინს აღემატება2025 წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა 2025 წელს, რაც მცირედით აღემატება გალტ & თაგარტის პროგნოზს. 2026 წელს, გალტ & თაგარტი ტურიზმის შემოსავლების 5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ განაპირობა. საქონლის იმპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ძირითადად კაპიტალური საქონლის, საწვავის, სამრეწველო და საკვები პროდუქტების იმპორტის ზრდამ განაპირობა. საერთო ჯამში, 2025 წელს საქონლის ექსპორტი 7.3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 18.5 მლრდ აშშ დოლარი იყო - ორივე მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.ფულადი ბაზარი: მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება 20 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების 1 აუქციონი ჩაატარა. მაღალი ინტერესის ფონზე მოთხოვნამ შეთავაზებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.
ბიზნესი • 1769432918
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა.საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს - ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა." - წერს ამერიკის საელჩო "ფეისბუკში".
სხვადასხვა • 1769432837
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6937 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1950 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1607 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0343 ლარი შეადგინა.
ეკონომიკა • 1769432585
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 270 მილიონი ლარის (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის) სესხი დაუმტკიცა სს თიბისი ბანკს (თიბისი ბანკი), საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSME) ხელმისაწვდომი დაფინანსების გასაფართოებლად.სესხის 70%-მდე წილი მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე, საიდანაც მინიმუმ 20% მოხმარდება ქალების მფლობელობაში არსებულ ან ქალების ხელმძღვანელობით მოქმედ საწარმოებს, ხოლო მინიმუმ 30%-ით დაფინანსდება მწვანე ინვესტიციები საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის შესაბამისად.„კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ, და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებასა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას,” განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „თიბისი ბანკი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“.ეს თანამშრომლობა მეწარმეებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი დაფინანსებით, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე გაიზრდება მწვანე დაფინანსების გადაწყვეტილებებზე წვდომა, რაც დაეხმარება ბიზნესებს ეკომეგობრული და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში და ამინდის ზემოქმედების მიმართ მედეგობის გაძლიერებაში. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს ამოცანის განხორციელებაში, რაც 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 1990 წლის დონესთან შედარებით 35%-ით შემცირებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მიმართულია მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რათა მათ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკაში.ADB დამატებით გამოყოფს 250,000 აშშ დოლარის ტექნიკურ დახმარებას თიბისი ბანკისთვის. ფინანსური რესურსი მოხმარდება ბანკის მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების გაძლიერებასა და კლიენტების სათბურის აირების ზემოქმედების შეფასებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების გაუმჯობესებას.„ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ,” განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხიკიძემ. “MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”.პროექტი გააძლიერებს რეგიონებზე წვდომას თიბისი ბანკის ფართო ქსელის საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების განვითარებას, ადგილობრივი შემოსავლების გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს მიდგომა შეესაბამება ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024–2028 წლების სტრატეგიას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის ინვესტიციების დაფინანსებაზე, მცირე ბიზნესის განვითარებასა და გარემოს მიმართ მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მხარდაჭერაზე.თიბისი ბანკი არის ფინანსური სერვისების წამყვანი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ოპერირებს საცალო, კორპორაციული და MSME სეგმენტებში. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში შეადგენდა 37.2%-ს, ხოლო მთლიან დეპოზიტებში 37.2%-ს. თიბისი ბანკის მფლობელია TBC Bank Group PLC (TBC PLC), რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ირიცხება ტიკერით TBCG და FTSE 250 ინდექსის შემადგენელია. TBC PLC ასევე არის FTSE4Good ინდექსის სერიისა და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსის წევრი.ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს $5 მილიარდის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება, საიდანაც დაახლოებით $1 მილიარდი კერძო სექტორის პროექტებზე მოდის. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ბიზნესი • 1769425406
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოება • 1769425073
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 096 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.17%-ით ზრდაზე მიუთითებს.100-დოლარიან ნიშნულს ასცდა ვერცხლის ღირებულებაც. ამ მომენტისთვის 1 უნცია 109 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 5.57%-ით გაზრდილი ფასია.ოქრო ძვირდება საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 441 ლარია, 750-სინჯიანი - 330 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 258 ლარს შეადგენს.რაც შეეხება ვერცხლს, 999-სინჯიანი 1 გრამის ღირებულება 9 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი - 7.20 ლარი ღირს.
საზოგადოება • 1769424905










