ბანკებმა 11 თვე რეკორდული, ₾1.969 მლრდ-იანი მოგებით დაასრულეს

ბანკები - მოგება

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 11 თვეში რეკორდულ, 1.97 მლრდ ლარს მიაღწია.

ნოემბერში კი მაჩვენებელი 209 მლნ ლარს აჭარბებს.

სექტორის რეკორდულ მოგება დიდწილად გასულ წელს, პანდემიის გამო, შექმნილმა 1.2 მილიარდიანმა რეზერვებმა განაპირობა. წინასწარ დარეზევებული თანხის გამო ბანკებს წელს მნიშვნელოვანი რეზერვების გაკეთება აღარ მოუხდათ, პირიქით, გარკვეული თანხის ამორეზერვებაც მოხდა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. 2021 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი, მოგებიანობა, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც ბანკებს კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალებას აძლევს.