საფრანგეთმა სატელეფონო რეკლამა აკრძალა

მსოფლიო 1789715114
ტელეფონი

საფრანგეთმა სრულად აკრძალა სარეკლამო ზარები აბონენტების წინასწარი თანხმობის გარეშე, რითიც მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იცავს. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე კომპანიის მომხმარებელია და ზარი კომპანიასთან დადებულ კონტრაქტშია.

საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, ფრანგების 97% გაღიზიანებულია სატელეფონო რეკლამით. დოკუმენტის ავტორები ირონიულად აღნიშნავენ, რომ ფრანგების 72% იძულებულია უპასუხოს ასეთ ზარებს კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო 38% - ყოველდღე.

თითოეული უკანონო სარეკლამო ზარისთვის ფიზიკური პირი 75 000 ევრომდე გადაიხდის, ხოლო კომპანიებისა და ქოლ-ცენტრებისთვის ჯარიმამ შესაძლოა, 375 000 ევროს მიაღწიოს. მსხვილი კომპანიების მიერ სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა შესაძლოა, მათი წლიური ბრუნვის 20%-მდე იყოს.

კანონი უკვე ძალაში შევიდა. ფრანგულმა მარეგულირებელმა კომპანიამ მსხვილი მობილური ოპერატორი Syma Mobile 1.1 მილიონი ევროთი უკვე დააჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ ადამიანებთან წინასწარი თანხმობის გარეშე ზარებს კვლავაც ახორციელებდა.