1675847352 • საზოგადოება
საბანკო სექტორის მოგების 88% თიბისისა და საქართველოს ბანკზე ნაწილდება

საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 11 თვეში 1.97 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე - თიბისისა და საქართველოზე ნაწილდება. 11 თვის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკია.
ბანკების 2022 წლის 11 თვის წმინდა მოგება:
✅ თიბისი ბანკი - 933.6 მლნ ლარი
✅ საქართველოს ბანკი - 825.5 მლნ ლარი
✅ ლიბერთი ბანკი - 60.5 მლნ ლარი
✅ ბაზის ბანკი - 52.2 მლნ ლარი
✅ პროკრედიტ ბანკი - 44.5 მლნ ლარი
✅ქართუ ბანკი - 34.7 მლნ ლარი
✅ ტერა ბანკი - 32.9 მლნ ლარი
✅ კრედო ბანკი - 29.6 მლნ ლარი
✅ იშ ბანკი - 17.4 მლნ ლარი
✅ ხალიკ ბანკი - 11.8 მლნ ლარი
✅ ზირაათ ბანკი - 6.6 მლნ ლარი
✅ პაშა ბანკი - 2 მლნ ლარის ზარალი
✅ სილქ ბანკი — 2.7 მლნ ლარის ზარალი
✅ ვითიბი ბანკი - 72.6 მლნ ლარის ზარალი