„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს

მსოფლიო 1760855400
ტრამპი და პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს, – აღნიშნულის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანაცვლოდ, კრემლი, სავარაუდოდ, მზადაა, განიხილოს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილების დათმობის საკითხი, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“.

1tv.ge