თიბისი ბანკმა 11 თვე 933,6 მლნ ლარის მოგებით დაასრულა - რომელ ბანკს აქვს ყველაზე მეტი კაპიტალი

ბიზნესი 1672318587
თიბისი ბანკის შენობა

სისტემური ბანკი მოგებიან ბანკებში (11) 47.3%-იანი წილით №1-ია. 4.5 მლრდ-ის საზედამხედველო კაპიტალით (11m/2021 – 4,03 მლრდ) ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. ბანკს, არასისტემურ ბანკზე 2.5%-ით მეტი და სისტემურ ლიბერთი ბანკზე 1.5% -ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება, სისტემურობის ბუფერით.

გაისად სებ-ი კიდევ რამდენიმე ბუფერით შემოდის (ყველა ბანკის ვალდებულება) განახლებული პოზიტიური კონტრციკლურით (1-2%-ის ფარგლებში) და CRA-ით, რომელმაც IFRS ანგარიშგების „სიმსუბუქე“ მეტი კაპიტალის დაჭერით უნდა დააკორექტიროს. რომ საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე გადასვლის შემდეგაც ანგარიშგების სებ-ის კონსერვატიული მიდგომა შენარჩუნდეს.

კოეფიციენტი კიდევ გაიზრდება, როგორც კი დეპოზიტების მიხედვით, მისი საბაზრო წილი 40%-ს გადააჭარბებს. ამ დროისთვის (01.12.2022 -ის მდგომარეობით), არასაბანკო ანაბრებით, 38.2%-ია.