1745316000
2021 წელს კოვიდ სასტუმროების პროექტში განთავსების 260-მდე ობიექტი იყო ჩართული

2021 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდ სასტუმროების პროექტში 260-მდე სასტუმრო იყო ჩართული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების პროექტის შედეგად, პანდემიის დროს, დასაქმდა და სამსახური შეინარჩუნა 4 000-ზე მეტმა ადამიანმა.
"Covid-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაბალანსებლად და ტურიზმის სექტორის სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის მარტიდან ჩართულია საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში. პროცესი მოიცავს საკარანტინე, კოვიდ და ცხელების სასტუმროების მობილიზებას და მათ მართვას ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის მარტიდან დღემდე კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების პროექტის ფარგლებში მომსახურება მიიღო დაახლოებით 186 ათასმა ადამიანმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინიტსრაცია ახორციელებს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან (აეროპორტები, პორტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები) მგზავრების გადაყვანას საკარანტინე სივრცეებში. ასევე ხდება მოქალაქეების ტრასნპორტირება, როგორც კლინიკიდან - კოვიდ სასტუმროში, ასევე პირიქით - კოვიდ სასტუმროდან - კლინიკაში," - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდასაჭერად საგანგებოდ შეიმუშავა ადაპტირებული რეგულაციები :
ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნეს ომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აქტიური კომუნიკაციით, განთავსების ობიექტების, გიდების, ტურისტული ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები.
Covid-19 ადაპტირებული რეგულაციების სწრაფად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა ტურიზმის ინდუსტრიის 1,280 წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კარანტინისა და კოვიდსასტუმროების სისტემა დაინერგა.
1745390751
3 თვეში თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკი საათში მოძრაობაზე 671 ათასის ჯარიმა დაიწერა2025 წლის მარტში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 307 710 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია აღნიშნული.204.9 ათასი ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია საუბარი.ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჯამში სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 671 041 ლარი შევიდა, აქედან 158 420 ლარი იანვარში და 204 902 ლარი თებერვალში.რაც შეეხება წლიურ მოცულობას, 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
1745389818
შანხაიში ოქროს მიმღები პირველი ბანკომატი გაიხსნაჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა, რომელიც ოქროს გადასამუშავებლად იღებს. ოქროს პირველი ბანკომატი ძვირფას მეტალზე ფასის ზრდის ფონზე გაიხსნა.ინფორმაციას Mining ავრცელებს.გამოცემის ცნობით, სავაჭრო ცენტრ Global Harbor-ში მდებარე ბანკომატთან მომხმარებლების გრძელი რიგებია.შენჩჟენში დაფუძნებული საიუველირო კომპანია Kinghood Group-ის მიერ ოპერირებული ბანკომატი 3 გრამზე მეტი წონისა და, მინიმუმ, 50%-ით სუფთა ოქროს ნივთების მისაღებად არის შექმნილი.გადამუშავების პროცესი მოიცავს ავთენტიფიკაციას, 1000°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დნობასა და მეორე ანალიზს სისუფთავის დასადგენად. მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვამდე თითო გრამზე 18 იუანის (2.50 დოლარი) მომსახურების საფასური ირიცხება.მაგალითად, 40-გრამიანი ოქროს ყელსაბამი გრამზე 785 იუანად (108 დოლარად) შეფასდა, ხოლო 30 წუთში მასში 36.000 იუანზე (4.900 დოლარზე) მეტი გადაიხადეს.შანხაის ოქროს ასოციაციაში აცხადებენ, რომ „ჭკვიანი ოქროს ბანკომატების დანერგვა, პირველ რიგში, გადამუშავების ფუნქციას ბიზნესის თვალსაზრისით ასრულებენ. ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ ოქროს ფასების ზრდასთან ერთად მისი ღირებულება ხელზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ოქროს განაღდების სურვილის გაძლიერება გამოიწვია“.თუმცა ასოციაცია მოსახლეობას ურჩევს, “თავიანთი ოქროს მარაგის გაყიდვა არ იჩქარონ “ და ის გარკვეული დროით კიდევ შეინახონ.„ოქრო ძლიერ აღმავალ იმპულსს კვლავ ავლენს, რაც, ძირითადად, ცენტრალური ბანკებისა და ინსტიტუციური ინვესტორების მიერ ოქროს დაჩქარებული შესყიდვებით არის განპირობებული“, - აცხადებენ ასოციაციაში.
1745387672
23 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +9°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +8°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +5°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+10°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+10°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+9°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+9°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +9°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13, ღამით+7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით +6°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+6°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+7°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +3°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით+11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით+11°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+12°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +13°.
1745297840
22 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 22 აპრილს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან - წვიმაც.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11°, დღისით +23°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+13°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+9°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+6°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +7°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8 13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +6°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +4°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +7°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+4°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +7°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +3°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით 0°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით+5 °.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+5°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +6°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +4°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+10°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+10°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით+10°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით+9°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +8°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +11°.
1745061180
TOP-9 ავიაკომპანია საუკეთესო საკვებით - რეიტინგიავიაკომპანიის კვების თემა დიდი ხანია მოგზაურებს შორის განხილვის საგანია. ზოგჯერ თვითმფრინავში დიდი დროის გატარება გიწევთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის და ნოყიერი საკვების მიღება.ამის შესახებ Daily Mail წერს.რომელი ავიაკომპანია გთავაზობთ ყველაზე გემრიელ კერძებს?YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, Emirates გთავაზობთ საუკეთესო საჭმელსა და სასმელებს ფრენის დროს, ასევე საუკეთესო კერძებს ფრენის დროს. მგზავრების 84%-ზე მეტი დადებითად აფასებს ავიაკომპანიის საჭმელსა და სასმელს, ხოლო კიდევ 85% დადებითად აფასებს სამზარეულოს.Qatar Airways-ი, რომელიც გასულ წელს რეიტინგის სათავეში იყო, წლევანდელ სიაში მეორე ადგილზეა. მგზავრების დაახლოებით 83%-მა შეაფასა მისი საჭმელები დადებითად, ხოლო კიდევ 82%-ი კმაყოფილი იყო ფრენის დროს კვებით. საუკეთესო სამეულს Virgin Atlantic ასრულებს. მგზავრების დაახლოებით 74% ტკბება ბორტზე სასმელებითა და საჭმლით, ხოლო კიდევ 73% კმაყოფილია თვითმფრინავში ლანჩითა და ვახშმით.TOP 9 ავიაკომპანია საუკეთესო საკვებით:1. Emirates2. Qatar Airways3. Virgin Atlantic4. British Airways5. Jet2.com6. TUI Airways7. easyJet8. Wizz Air9. Ryanairავიანიუსი