აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა

აჭარაბეთი „დინამოს“ სპონსორი გახდა

კომპანია აჭარაბეთსა და საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი „დინამო“ თბილისის გენერალური სპონსორი გახდა. 2023-2025  წლების სეზონებზე  კომპანია აჭარაბეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კლუბს.  

„აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ  ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ვიამაყებთ  ჩვენი მიღწევებით,“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

„დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგიონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან  აჭარაბეთი „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.  აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ  საინტერესო პროექტს შევთავაზებთ გულშემატკივარს,“ - განაცხადა „დინამო“ თბილისის დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ თბილისი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

„დინამო“ თბილისი არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს 19 გზის ჩემპიონი და 7 გზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის 13 გზის მფლობელი და 2 გზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის 7 გზის მფლობელი.