„აქციზის გამოკლება დიდი გამოსავალი მაინცდამაინც არ არის“ - იობაშვილი საწვავის ფასის რეგულირებაზე

ბიზნესი 1769767437
საწვავი

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ საწვავის ფასების რეგულირებაზე მსჯელობისას „აქციზის გამოკლება დიდი გამოსავალი მაინცდამაინც“ არ იქნება.

მის შესახებ მან ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიასთან ნავთობკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

„პირდაპირ მინდა გითხრათ - აქციზის გამოკლება... ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს, მის სოციალურ ინსტიტუტებს. ამიტომ, აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინცდამაინც დიდი არ არის.

ახლა ჩვენ გვეტყვიან ასე? მოვიქცევით ასე. დაგვიწერენ ასეთ კანონს? ვალდებული ვართ დავემორჩილოთ არსებულ კანონს. წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს", - აღნიშნა მან.