გასულ წელთან შედარებით, თხილის საექსპორტო ღირებულება 34%-ით გაიზარდა - რა ღირს

ბიზნესი 1789280160
თხილი

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 7.8 ათასი ტონა, 79.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 41%-ით (22.9 მლნ აშშ დოლარით), რაოდენობა გაზრდილია 5%-ით (341 ტონით).

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10.2 $-ია, რაც 34%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით ექსპორტირებულია 12.5 ათასი ტონა თხილი. ასევე, 1.5 ათასი ტონა თხილი ექსპორტირებულია სირიაში, 732 ტონა რუსეთში, 532 ტონა სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.