ღონისძიებების სივრცე „ლისი მერეს“ ერთ-ერთი ფილიალი 1.95 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)

ბიზნესი 1751441596
 "ლისი მერე"

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, 200 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებების სივრცე, რესტორანი 1.95 მლნ აშშ დოლარად იყიდება.

როგორც ss.ge-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, უძრავი ქონების საერთო ფართი 530 კვადრატული მეტრია, ხოლო სრულად გასაყიდი ტერიტორია 1 400 კვადრატული მეტრი გახლავთ.

„იყიდება თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღონისძიებების სივრცის ფილიალი, მოქმედი ბიზნესი, რესტორანი. სივრცე აღჭურვილია სრული ინვენტარით, გამართული სამზარეულოთი, დეკორაციით, ტექნიკით. საუკეთესო მდებარეობითა და ხედებით. გათვლილია 200 სტუმარზე. მიწის საერთო ფართი 1 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნულია განცხადების აღწერაში.

როგორ გამოიყურება სივრცე ლისზე, რომელიც 1.95 მლნ დოლარად იყიდება