ირაკლი აბესაძე: ტრამპ-თაუერში ბინების კვ.მ-ის ფასი 15 000 დოლარამდე ავა

ბიზნესი 1789538369
ტრამპ-თაუერი

თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი Downtown Tbilisi-ის მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილია და, წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 62-სართულიან, 282 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენს მოიცავს. კომპლექსში საცხოვრებელი, ბიზნეს, სავაჭრო და საზოგადოებრივი სივრცეები იქნება.

პროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე. მისი შეფასებით, კითხვებს აჩენს როგორც ბინების სავარაუდო ფასი, ისე პროექტის მასშტაბი.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ტრამპ-თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ჰოოდა, წარმატებას ვუსურვებ ტრამპის ორგანიზაციას სხვა პროექტებში, მაგრამ ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში ახლა კიდევ ერთი სიახლე: დღეს ე.წ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პროექტით ქალაქს 600,000 კვ.მ თანამედროვე სივრცე შეემატებაო, არადა თბილისის მერია ახლა იხილავს განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) ცვლილებას, სადაც ,,ტრამპ-თაუერის” ქართველი მშენებლები (ჩემი აზრით, მნგრეველები) ითხოვენ ,,მხოლოდ” 373,863 კვ.მ-ის (!!!) მშენებლობას. ანუ პრემიერმა ამ ფართობის გაორმაგება დააანონსა?! თუ იცრუა და ტრამპს ატყუებს?“, - წერს აბესაძე.