კომერციული ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% ორ ბანკზე მოდის

ბიზნესი 1764234819
ბანკები - მოგება

კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 87.6% ორ ბანკზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის 10 თვეში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 2.690 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, აქედან უდიდესი წილი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ ნაწილდება.

კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში „საქართველოს ბანკის“ მოგებამ 1 346 209 775 ლარი შეადგინა, „თიბისი ბანკი“ კი 1 011 258 437 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მოგების საერთო მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში 282 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 101 მლნ ლარით. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა. (საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგების მაჩვენებელი მხოლოდ კომერციული ბანკების მონაცემებს შეიცავს და სტატისტიკაში არ შედის 2 მიკრობანკი).

რაც შეეხება მიმდინარე წლის 10 თვეში ყველაზე მომგებიან 5 ბანკს, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მონაცემები ასეთია:

  • „საქართველოს ბანკი“ – 1 346 209 775ლარი;
  • „თიბისი ბანკი“ – 1 011 258 437 ლარი;
  • ლიბერთი ბანკი“ – 105 186 974 ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 88 065 912 ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 73 903 798 ლარი.