ვინ არის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი – Bloomberg-ის რეიტინგი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია. Bloomberg-ის განახლებული მონაცემების თანახმად, მასკის ქონება ამჟამად 422 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ამ სიაში მეორე ადგილზე შეხვდებით Google-ის თანადამფუძნებელ ლარი ფეიჯს, რომლის ქონებაც 257 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილს Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონსი იკავებს. მისი ქონება ბოლო მდგომარეობით, 253 მილიარდ დოლარს უტოლდება.

მილიარდერთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი. მის ქონებას Bloomberg-ი 243 მილიარდ დოლარად აფასებს. უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს ხურავს ამერიკელი სერგეი ბრინი 230 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.

ამასთანავე, Bloomberg-ის მილიარდერთა ათეულში შეხვდებით მარკ ცუკერბერგს, ბერნარდ არნოს, სტივ ბალმერს, იენსენ ჰუანსა და უორენ ბაფეტს. კერძოდ, Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, მათი ქონება ასე გამოყურება:

  • მარკ ცუკერბერგი - 210 მლრდ აშშ დოლარი;
  • ბერნარდ არნო - 195 მლრდ აშშ დოლარი;
  • სტივ ბალმერი - 164 მლრდ აშშ დოლარი;
  • იენსენ ჰუანი - 155 მლრდ აშშ დოლარი;
  • უორენ ბაფეტი - 151 მლრდ აშშ დოლარი.