ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ბიზნესი 1764166610
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრისოქროს კომპასის პროექტისდამსაქმებლის გამოწვევისმხარდამჭერია. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავებს საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე და მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის გზები. დავალება ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს და საუკეთესო გუნდიც გამოავლინეს.

გამარჯვებული გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ლიზი თხილაიშვილითბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და ელისაბედ სიხარულიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, იმუშავა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის გამოწვევაზე, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობის პერიოდში ჩართულიყვნენ ვორკშოპებში  ისეთ თემებზე, როგორიცაა:
• ლიდერობა
• სტრატეგიული კომუნიკაციები
• დროის მართვა და სხვა.

ვორკშოპების მიზანი იყო, მონაწილე ახალგაზრდებს ქონოდათ სრული ინფორმაცია და უნარები, რათა უკეთ ემუშავათ ორგანიზაციების გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ოქროს კომპასის პროექტი “დამსაქმებლის გამოწვევა” ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით.

ინფორმაციისთვის, ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან.დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე www.goldencompass.edu.ge

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი