1793700180
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდის, Beauty of Joseon-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორის, PSP-ის ორგანიზებით, 2 ნოემბერს ივენთჰოლ „რესპუბლიკაში“ ბრენდის კორეელი წარმომადგენლებისა და ქართველი მომხმარებლების შეხვედრა გაიმართა.
ბრენდის ისტორიის, ფილოსოფიისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია ქართველ აუდიტორიას თავად Beauty of Joseon-ის კორეელმა სპეციალისტებმა წარუდგინეს. ღონისძიებას ქართველი ინფლუენსერები, კანის მოვლის სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარაოების მასტერკლასი, პროდუქციის საპრეზენტაციო სივრცე და სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადებული საჩუქრები.
Beauty of Joseon-ის პროდუქტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პროდუქტები: Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და კიდევ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.
Beauty of Joseon-ის ასორტიმენტი კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს: გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინის გამარტივებულ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.
“PSP - ჩვენს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მისი გამორჩეული ლიდერული პოზიციის, ქვეყნის მასშტაბით არსებული ფართო სააფთიაქო ქსელისა და ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულების გამო შევარჩიეთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ PSP-ს ძლიერი საბაზრო პოზიცია, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ჩვენს შორის წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტი იქნება”- განაცხადა ჯეონგვუ სონმა (Jeongwoo Son), Beauty of Joseon-ის ევროპის ბიზნესის ხელმძღვანელმა.
„PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო კორეული ასორტიმენტსა და მსოფლიო ბაზრის ყველაზე ტრენდულ პროდუქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კანის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ყოველდღიური მოვლის პროდუქტები. კორეელი სტუმრების შეხვედრა ქართველ აუდიტორიასთან მიზნად ისახავდა, მომხმარებლებს უფრო ახლოს გაეცნოთ ბრენდის ისტორია, ფილოსოფია და მისი პროდუქციის ეფექტურობის საფუძვლები.
Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეის ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი ბრენდი ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე და ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.
PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს“, - აცხადებენ PSP-ში.



