1788509700
რა ღირს კერძო ბაღი/სკოლა საქართველოსა და მის სამეზობლოში?
საქართველოში კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში გადასახადის საშუალო ღირებულება 821 ლარია. ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან ვგებულობთ.
უფრო კონკრეტულად, ბაღის ფასები აღნიშნული პორტალის მიხედვით, თვეში 500 ლარიდან იწყება და 1 250 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება სკოლას, წლიური საშუალო გადასახადი საქართველოში 16 693 ლარს შეადგენს. ზოგადად კი, საშუალო განათლების მისაღებად ფასები 5 000-დან 42 772 ლარამდე იზრდება. რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, Numbeo-ს მიხედვით, მონაცემები ასეთია:
- აზერბაიჯანი
ბაღი - 469 მანათი, რაც ეროვნული ვალუტის მიხედვით საშუალოდ 720 ლარს შეადგენს. სკოლამდელი დაწესებულების ღირებულება აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყანაში საშუალოდ 383 ლარიდან იწყება და 1 381 ლარამდე მერყეობს.
სკოლა - 11 416 მანათი, რაც საშუალოდ 17 526 ლარია. სკოლის გადასახადი წლიურად აზერბაიჯანში 12 282 ლარიდან იწყება და 30 705 ლარს აღწევს.
- თურქეთი
ბაღი - 33 515 ლირა, რაც დაახლოებით 1 811 ლარია. ბაღში სწავლის გადასახადი აქ 1 080 ლარიდან 3 152 ლარამდე იზრდება.
სკოლა - 766 800 ლირა, რაც 41 500 ლარამდეა. რაც შეეხება სკოლის ღირებულებას, ის 18 915 ლარიდან იწყება და 103 000 ლარს აღწევს.
- სომხეთი
ბაღი - 108 100 დრამი - 781 ლარია. ბაღში სწავლა აქ 430 ლარიდან იწყება და 1 791 ლარს აღწევს.
სკოლა - 3.6 მლნ დრამი - დაახლოებით 26 000 ლარია. სკოლაში სწავლის ღირებულება კი 13 000 ლარიდან იწყება და 68 300 ლარამდე იზრდება.
- რუსეთი
ბაღი - 37 373 რუბლი - 1 117 ლარია. ბაღის საფასური აქ 597 ლარიდან იწყება და 2 391 ლარამდე მერყეობს.
სკოლა - 1.210 მლნ რუბლი - დაახლოებით 35 900 ლარია. რაც შეეხება მინიმალურ და მაქსიმალურ ღირებულებას, ის 12 556 ლარიდან იწყება და 90 800 ლარს აღწევს.



