რა შემოსავალი აქვთ ყავის ბრენდებს Nescafe-ს, Jacobs-ის და Carte Noire-ს საქართველოში

ბიზნესი 1759824552
Nescafe

ყავის საერთაშორისო ბრენდებმა - Nescafe-მ და Jacobs-მა საქართველოში მათი შვილობილების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნეს. ანგარიშის თანახმად, Nescafe-ს ბრენდის ყავის გაყიდვებს ქვეყანაში ახორციელებს "ნესტლე საქართველო", რომლის შემოსავალიც 2024 წელს 4 მილიონი ლარით შემცირდა და 70.8 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ანგარიშის თანახმად, ამ შემოსავლიდან ყავის რეალიზაციაზე 15 მილიონი ლარი მოდიოდა.

Jacobs-ის ბრენდის მფლობელი კი Jacobs Douwe Egberts-ია, რომელიც საქართველოში შპს იაკობზ დაუ ეგბერტსით არის წარმოდგენილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს შემოსავალი 18 მილიონი ლარით, 74.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგება 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, "ნესტლე საქართველოს" მოგება 2 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ახორციელებს Jacobs-ის ბრენდის გარდა შემდეგი ბრენდების - Carte Noire, Maxwell House, L’OR, Pickwick Tea-ს დისტრიბუციას.

bm.ge