„სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება და რაოდენობაც საკმარისია“ - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

ბიზნესი 1712131281
კვერცხი

„კვერცხის რაოდენობა საკმარისია და  სააღდგომოდ არც  ფასის გაძვირება იგეგმება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა. მისი თქმით, სექტორი ქსელებთან შეთანხმებულია და კონკრეტული აქციებიც იგეგმება.

„რაც შეეხება მოთხოვნას, შარშანდელთან  შედარებით გაზრდილი არ არის, რადგან  შარშან  საქართველოში ბევრი რუსი და უკრაინელი მიგრანტი შემოვიდა და  შესაბამისად გაზრდილი იყო  მოთხოვნა, ახლა როდესაც მათ ქვეყანა დატოვეს მოთხოვნა შარშანდელ დონეზეა, მომატებული არ არის“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.