საქართველოს 1 კგ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საშუალოდ 3.9 დოლარი უჯდება - საიდან შემოგვაქვს?

ბიზნესი 1769598083
მეორადი ტანსაცმელი

საქართველოში მეორადი ტანსაცმელების იმპორტი ძვირდება. 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 45 მლნ აშშ დოლარის 11 653 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა, 2024 წელს კი - 40 მლნ აშშ დოლარის 11 692 ტონა.

2025 წლის მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი თურქეთიდან (19.5 მლნ აშშ დოლარი - 4590 ტონა) შემოვიტანეთ, მეორე ადგილზე თანხობრივად აშშ-ია (6.4 მლნ აშშ დოლარი - 460 ტონა), ხოლო რაოდენობრივად გაერთიანებული სამეფო (2.6 მლნ აშშ დოლარი - 1040 ტონა).

ბოლო ხუთი წლის მეორადი ტანსაცმლის ჯამური იმპორტის მაჩვენებლები შემდეგია:

2025 წელი - 45 მლნ აშშ დოლარი - 11 653 ტონა

2024 წელი - 40,7 მლნ აშშ დოლარი - 11 692 ტონა

2023 წელი - 40,7 მლნ აშშ დოლარი - 10 642 ტონა

2022 წელი - 34,5 მლნ აშშ დოლარი - 10 882 ტონა

2021 წელი - 25,5 მლნ აშშ დოლარი - 9 701 ტონა.

2025 წელს საქართველოს 1 კგ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საშუალოდ 3.9 დოლარი დაუჯდა, მაშინ როდესაც 2021 წელს იმპორტის საშუალო ღირებულება 1 კგ-ზე 2.6 დოლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 50%-ით გაუძვირდა.