სასტუმროს ფასების ინდექსი ოქტომბერში შემცირდა - ოთახის საშუალო ფასი 100 ლარიდან 442 ლარამდე მერყეობდა

ბიზნესი 1762500551
სასტუმრო

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი თვის ჭრილში 9.6%-ით, ხოლო წლიურად 2.3%-ით შემცირდა - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.

პუბლიკაციის მიხედვით, თვის ჭრილში ყველაზე დიდი კლება აჭარაში, გურიასა და კახეთში, ხოლო წლიურად მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში ოთახის საშუალო ფასი 100 ლარიდან 442-ლარამდე მერყეობდა.

„2025 წლის ოქტომბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 100 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 153 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 237 ლარი.

3-ვარსკვლავიანი, 4- ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასები რეგიონების მიხედვით მოცემულია გრაფიკი 1-ზე. 1 2 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 442 ლარი.

ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა თბილისში - 659 ლარი, კახეთში - 584 ლარი და შიდა ქართლში - 488 ლარი“, - ვკითხულობთ კვლევაში.