Forbes-ის რეიტინგით, მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბთა შორისაა

მოჰამედ ალაბარი

Forbes-ის რეიტინგში, Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბ ადამიანებს შორისაა.

სწორედ მოჰამედ ალაბარის მიერ  დაფუძნებულმა კომპანიამ Emaar Properties-მ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა ააშენა. მან კომპანია 1997 წელს დააფუძნა, ხოლო 2000 წელს დუბაის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების საჯარო განთავსება განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მან 2020 წელს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მისი მთავარი სიმდიდრის წყარო რჩება Americana Restaurants-ში მისი 33%-იანი წილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცნობილი სწრაფი კვების ფრენჩაიზების მფლობელია.

ალაბარის ბიზნეს ინტერესები აქ არ სრულდება. 2014 წელს მან აბუ-დაბიში დააარსა კომპანია Eagle Hills, რომელიც უკვე სამ კონტინენტზე, ათ ქვეყანაში ახორციელებს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას.

გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს მნიშვნელოვან წილებს ელექტრონულ ვაჭრობის პლატფორმა Noon.com-ში და დუბაიში დაფუძნებულ ციფრულ ბანკში Zand Bank-ში.

ალაბარის საქმიანობა მრავალფეროვან ინდუსტრიებს აერთიანებს, რაც მას გლობალურ ბიზნეს არენაზე  დივერსიფიცირებულ და გავლენიან ინვესტორად აქცევს.

ცნობისთვის, 2025 წლის Forbes-ის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 3,000-ს სიაში მოხვდა 3,028 ადამიანი, რაც 247-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გაიზარდა არა მხოლოდ მილიარდერების რაოდენობა, არამედ მათი საერთო ქონებაც, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია — ჯამში 16.1 ტრილიონი დოლარი, რაც თითქმის 2 ტრილიონით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

მილიარდელების რაოდენობის მიხედვით აშშ ლიდერობს 902 მილიარდერი, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით) და ინდოეთი (205). რეიტინგის შედგენისას Forbes-მა იხელმძღვანელა 2025 წლის 7 მარტის საფონდო ფასებითა და ვალუტის კურსებით.

MENA რეგიონის რვა ქვეყანაში საერთო ჯამში ცხოვრობს 38 არაბი მილიარდერი, რომელთა ქონება შეადგენს 128.4 მილიარდ აშშ დოლარს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როცა სიაში მხოლოდ 20 არაბი მილიარდერი იყო საერთო 53.7 მილიარდი დოლარით.

საუდის არაბეთმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ წელს Forbes-ის გლობალურ მილიარდერთა სიაში დაბრუნება შეძლო | სიაში მოხვდა 15 საუდელი მილიარდერი, რომელთაგან 14 ახალია. მათი სიმდიდრე ძირითადად იმ კომპანიებში წილზე მოდის, რომლებიც საუდის ბირჟაზეა ჩამოთვლილი. IPO-ების ზრდამ COVID-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ქონება.

პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალ საუდი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი არაბია.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს Forbes-ის 39-ე ყოველწლიური მსოფლიო მილიარდერთა ნაწილს, სადაც არაბთა სია მოიცავს არაბული წარმოშობის მილიარდერებს, რომლებიც ცხოვრობენ არაბულენოვან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.