SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

ბიზნესი 1779882910
bog

SOLO, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Hills-თან პარტნიორობით, სპეციალურ ღონისძიებებს მართავს. 

1-ელ ივნისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:

  • შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად შექმნან ფერადი ნამუშევრები
  • ფრანების ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და ერთად ააფრენენ ფრანებს
  • საპნის ბუშტების ვორქშოპი, რომელიც ვიზიტორებს გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შექმნის სივრცეს სთავაზობს
  • ეზოს თამაშების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის
  • სათავგადასავლო აქტივობები - კვადროციკლები, ბაგები და სხვა გასართობი ბავშვებისა და მშობლებისთვის
  • საავიაციო კუთხე, სადაც დაგხვდებათ შემეცნებითი აქტივობები პატარა ავიატორებისთვის
  • ინტერაქციული საოჯახო აქტივობები, რომელიც მოიცავს სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილ პროგრამასა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს
  • ასევე, დაგხვდებათ ნაყინის კუთხე, ფუდ-კორტი და სპეციალური პიკნიკ-მენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის

შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.