თბილისი - პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც PUMA-ს ახალი კონცეფციის პირველი ფილიალი გაიხსნა

ბიზნესი 1765875507
პუმა

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ბრენდი -  PUMA  აგრძელებს სივრცეების გარდაქმნას და მომხმარებლის გამოცდილების ახალ საფეხურზე გადაყვანას. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ  თბილისი გახდა პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც PUMA-მ ახალი კონცეფციის მაღაზია ოფიციალურად გახსნა, რაც საქართველოში რითეილ გარემოს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

TGL Group არის PUMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც პუმასთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს,  ახალი ფილიალი სითი მოლი საბურთალოს მესამე სართულზე მდებარეობს და 2025 წლის 5 დეკემბრიდან ელოდება მომხმარებლებს.

ახალი ფილიალი აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ინოვაციურ ვიზუალურ ნარატივს და ბრენდის უახლეს გლობალურ სტანდარტებს

რა არის PUMA-ს ახალი გლობალური კონცეფცია - “Field of Play”?

PUMA-ს ახალი კონცეფცია, სახელწოდებით “Field of Play”,  მსოფლიო მასშტაბით, პირველად, მიმდინარე წელს დაინერგა და ბრენდის ძირითადი ფასეულობების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს!

კონცეფცია გამოირჩევა:

  • ღია, ნათელი და ლაკონური არქიტექტურით, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენს ბრენდის ტექნოლოგიასა და დიზაინის აქცენტებს;

  • პროდუქციის სტრატეგიული ზონირებით, რაც მომხმარებელს ეხმარება კატეგორიებში მარტივად გადაადგილებაში - Performance,Sportstyle, Lifestyle, Football, Motorsport, Basketball

  • პრემიუმ ვიზუალური კომუნიკაციით, რომელიც თითოეული კოლექციის ხაზს აძლევს გამორჩეულ იდენტობას;

  • თანამედროვე რითეილ გამოცდილებით, რომელიც შექმნილია მომხმარებლის შოპინგ საჭიროებების გათვალისწინებით.

პუმას გლობალური გეგმა და თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობა

PUMA-ს გლობალურ სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტი  ბრენდის საცალო ქსელის განახლება და მუდმივი განვითარებაა. ის ფაქტი, რომ თბილისი, ლონდონის გრანდიოზული გახსნიდან ერთ კვირაში,  პირველ ქალაქად შეირჩა აღმოსავლეთ ევროპაში, ძლიერი სიგნალია  საქართველოს რითეილ ბაზრის განვითარებადი დინამიკის და მომხმარებლის მაღალი ინტერესისა და პოტენციალის შესახებ.

პუმას ხელმძღვანელების განცხადებით, ახალი კონცეფციის მაღაზიების გახსნა გლობალური განვითარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს:

  • ბრენდის პოზიციის გაძლიერებას მთავარ ბაზრებზე

  • მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ექსკლუზიური კოლექციების შეთავაზებას

  • ინოვაციური სავაჭრო ფორმატის დანერგვას პროგრამულ რეგიონებში

PUMA-ს ახალ - “Field of Play” კონცეფციაში თბილისის ინტეგრაცია არის დიდი წინსვლა,  როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ისე PUMA-ს ბრენდის წარმომადგენლებისათვის საქართველოში. თბილისი აღარ არის უბრალოდ რეგიონული ცენტრი - ის გახდა პირველი აღმოსავლეთ ევროპული პლატფორმა, სადაც გლობალური ბრენდები საკუთარ ინოვაციურ ფორმატებს ნერგავენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს წამყვან პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამის საცალო კულტურას, რაც  ქვეყნის მზარდ საერთაშორისო მნიშვნელობაზე მეტყველებს, სპორტული ბრენდებისა და მოდის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

რა ელოდება მომხმარებელს პუმას ახალ მაღაზიაში?

PUMA-ს ახალი თბილისის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს:

  • უახლესი კოლექციები სპორტში, lifestyle-სა და მოტოსპორტში

  • ექსკლუზიური ხაზის პროდუქცია, სადაც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი კოლაბორაციები

  • თანამედროვე ვიზუალური გარემო, რომელიც მარტივად აერთიანებს პროდუქტს, ისტორიას და დიზაინს

პუმას ოფიციალური მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

სითი მოლი საბურთალო
ვაჟა ფშაველას გამზირი 10
რუსთაველის გამზირი 1
ბათუმი, ბარათაშილის 25

ოფიციალური კოლექციები წარმოდგენილია თიჯიელ ჯგუფის მულტიბრენდულ  “ტოპსპორტის” ფილიალებში, თბილისსა და ბათუმში.