1789538733
თბილისში ძალიან მალე ჩამოვალ, როდესაც Trump Tower Tbilisi-ს საძირკველს ჩავყრით - ერიკ ტრამპი
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის ავტორი, ერიკ ტრამპი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნებას და პროექტის დაწყებას აანონსებს - ბიზნესმენის თქმით, მისი მიზანია, თბილისში იმდენად ხშირად ჩამოვიდეს, რომ ადგილობრივებს თავიც კი „მოაბეზროს“.
მან „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას ასევე განაცხადა, რომ "ტრამპ -თაუერი" თბილისის ტურისტულად უფრო მიმზიდველს და ეკონომიკურად უფრო ძლიერს გახდის.
,,ძალიან მალე [ჩამოვალ თბილისში], როდესაც საძირკველს ჩავყრით [...] იმედია, იმდენად ხშირად ჩამოვალ, რომ თავს მოგაბეზრებთ. ჩემი მიზანი ესაა. მე დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ.
ბატონო პრემიერმინისტრო, მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის, მადლობა თქვენს ეკონომიკის მინისტრს. დიდი მადლობა თქვენ. თქვენ წარმოუდგენელ სამუშაოს აკეთებთ, რადგან ეკონომიკური შედეგები აშკარაა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც წელიწადში მშპ-ს 10%-იან ზრდას აღწევს, რაღაც ძალიან სწორს აკეთებს.
გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ და ვილოცავ ამ [პროექტის] გუნდს. ჩვენ ამ ქვეყანას წარმოუდგენლად ამაყს გავხდით",- განაცხადა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა Trump Tower Tbilisi-ს პრეზენტაციაზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას.



