ტელეკომპანია „იმედი“ სიმბოლურ ფასად - 1000-ლარად გაიყიდა - ვინ არის ახალი მფლობელი

ბიზნესი 1770446445
იმედი

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანია სიმბოლურ ფასად - 1000-ლარად გაიყიდა. სამეწარმეო რეესტრის, ბოლო მონაცემებით, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ („ჯიდიესი“).

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მიქელაიშვილია ამჟამად ტვ „იმედის“ საბოლოო მფლობელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მი­ქე­ლა­იშ­ვილ­მა მომ­დევ­ნო 3 თვის ვა­და­ში „ი­მე­დის“ 50%-ი უნდა გა­და­უ­ფორ­მოს „ი­მე­დის“გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, მაკა ლო­მიძეს და მის მო­ად­გი­ლე­ებს.

„მყიდველი, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იძენს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან წილს. ნასყიდობის ფასი, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია სიმბოლურ ოდენობად - 1 000 ლარი“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დღეს „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განაცხადა. როგორც რუხაძე აღნიშნავს, პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი „იმედთან“ დამშვიდობება იქნებოდა.