1751264239
Tinder-ის ეფექტი: როგორ იქცა გაცნობის აპლიკაცია 42 მილიარდ დოლარიან იმპერიად

2010-იანი წლების დასაწყისში ბაზარზე გაცნობის ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Tinder გამოჩნდა. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. დღეს Tinder გახდა კულტურული ფენომენი, ყოველთვიურად 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლით და 42 მილიარდი დოლარის ღირებულებით, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ.
საინტერესოა, როგორ გახდა მარტივი გაცნობის აპლიკაცია ასეთი მოთხოვნადი?
ევოლუცია
Tinder 2012 წელს შეიქმნა მეწარმეთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ შეექმნათ მარტივი და სახალისო გაცნობის აპი. აპლიკაციის დიზაინი ეფუძნებოდა სვაიპის კონცეფციას, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ გადაეფურცლათ მარჯვნივ მოწონების შემთხვევაში, ხოლო მარცხნივ უარის თქმის დროს. სწორედ ეს “გადაფურცვლის“ ფუნქცია გახდა აპის წარმატების ერთგვარი საიდუმლო, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლებისთვის სწორედ ეს იყო ყველაზე სახალისო, “რელაქს“ ფუნქციის მატარებელი და მარტივი.
თავდაპირველად, Tinder ბაზარზე პოზიციონირებდა, როგორც სასაუბრო, დამაკავშირებელი აპი, თუმცა სწრაფად მოიპოვა “გაცნობის პლატფორმის“ რეპუტაცია. აპის პოპულარობასთან ერთად პროპორციულად გაიზარდა მომხმარებელთა ბაზა.
მალევე Tinder-მა შემოიტანა ახალი ფუნქციები, როგორიცაა მეტი ფოტოების და ბიოგრაფიის დამატების შესაძლებლობა და ალგორითმი, რომელიც პრიორიტეტებს ანიჭებს მატჩებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ Tinder-მა გახადა გაცნობა უფრო ხელმისაწვდომი, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. მან შექმნა ონლაინ გაცნობის ახალი ერა, სადაც გადაფურცვლა ნორმაა და ტრადიციული გაცნობის მეთოდები სულ უფრო ნაკლებად გავრცელებულია.
აპის ფინანსური წარმატების ერთ-ერთი გასაღები მისი მონეტიზაციის სტრატეგიაა. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა, ის გთავაზობთ ფასიანი ფუნქციების მთელ რიგს, რომელთა შეძენაც მომხმარებლებს შეუძლიათ. ეს ფუნქციები მოიცავს შესაძლებლობას ნახოთ, თუ ვის მოეწონა თქვენი პროფილი, გადაფურცლების გაუქმების შესაძლებლობა და სუპერ მოწონებების გამოყენება. გარდა ამისა, Tinder-მა დანერგა რეკლამა თავის პლატფორმაზე, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს მიაღწიოს მილიონობით პოტენციურ მომხმარებელს.
Tinder ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს. 2023 წლის მონაცემებით, აპს ჰყავს 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად.
2020 წელს, Tinder-ის მშობელმა კომპანიამ, Match Group-მა განაცხადა, რომ შემოსავალი 2,4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას აღწევდა.
Tinder-ის ღირებულება დღეის მდგომარეობით 42 მილიარდი დოლარია.