1 დოლარის ფასმა ბანკებში 2.9250 ლარს მიაღწია - რა ღირს დოლარი ბანკებსა და ჯიხურებში

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 10 ივნისს დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8490 ლარია. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათისთვის 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ივაჭრება კომერციულ ბანკებში დოლარი. ამჟამინდელი მონაცემები ასე გამოიყურება:

🔵 „თიბისი ბანკში“ - 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9250 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.8050 ლარად.

🔵 „საქართველოს ბანკში“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9100 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8100 ლარად შეეძლებათ.

🔵 „ლიბერთი ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9200 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8200 ლარად შეეძლებათ.

🔵 „ბაზისბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9150 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8250 ლარად შეეძლებათ.

🔵 „ხალიკ ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9050 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8150 ლარად შეეძლებათ.